USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
ირაკლი გოგავა - მაიკლ ბლუმბერგმა, გუშინ აშკარად, “საუკუნის ლუზერის” პრიზი დაიმსახურა
თარიღი:  1364

ანალიტიკოსი ირაკლი გოგავა აშშ-ში მიმდინარე შიდაპარტიული არჩევნების შედეგებზე, საკუთარ ფეისბუკის გვერდზე წერს

"-აშშ-ში გუშინ "სუპერ სამშაბათი" იყო. ამ დროს 14 შტატში საპრეზიდენტო კანდიდატების შიდაპარტიული არჩევენები ანუ "პრაიმარიზი" იმართება.

ამ დროისთვის ხმები ბოლომდე დათვლილი არ არის, მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას, რომ ჯო ბაიდენი "მკვდრეთით აღდგა" და 8 შტატი მოიგო. მაიკლ ბლუმბერგმა (ფლობს $64 მილიარდის ქონებას), მიუხედავად პიარზე დახარჯული $700 მილიონისა, მხოლოდ ოკეანეთში მიკარგული ამერიკული სამოა მოიგო.

ბერნი სანდერსმა 3 შტატი მოიგო. კალიფორნიაში, ტეხასში და მეინის შტატში ხმებს კვლავ ითვლიან, თუმცა კალიფორნიაში, სადაც ამ დროისთვის 77% უკვე დათვალეს სანდერსი ბაიდენს 10%-ით უსწრებს. კალიფორნიას კი საარჩევნო დელეგატების ყველაზე დიდი რაოდენობა ყავს.

ტეხასში, სადაც 86% არის დათვლილი ბაიდენი 3%-ით უსწრებს სანდერსს. ეს ორი შტატი ამ ეტაპის გამარჯვებულის ბედს გადაწყვეტს.

უკვე შეიძლება ითქვას, რომ "სუპერ სამშაბათმა" გამოკვეთა დემოკრატიული პარტიის ორი ლიდერი კანდიდატი: 77 წლის ჯო ბაიდენი თუ 78 წლის ბერნი სანდერსი. "საუკუნის ლუზერის" პრიზი კი აშკარად დაიმსახურა მაიკლ ბლუმბერგმა, რომელმაც $700 მილიონი "ტრულაილასავით" გაისროლა."

საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის