USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
Тбилиси
ირაკლი ღარიბაშვილმა ერდოღანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
дата:  679

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში მიღწეულ დამაჯერებელ გამარჯვებასა და ქვეყნის ლიდერად ხელახალ არჩევას ულოცავს.

მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ თურქმა ხალხმა საკუთარი აზრი მკაფიოდ დააფიქსირა და მათ ზეიმს საქართველოც უერთდება.

„ვულოცავ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და საქართველოს დიდ მეგობარს რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში მიღწეულ დამაჯერებელ გამარჯვებას და ქვეყნის ლიდერად ხელახალ არჩევას!

თურქმა ხალხმა საკუთარი აზრი მკაფიოდ დააფიქსირა და ჩვენც ვუერთდებით მათ ზეიმს.

მზად ვართ კიდევ უფრო გავაძლიეროთ თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის მეგობრული კავშირები და სტრატეგიული პარტნიორობა”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

თურქეთის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ცნობით, ამ დროისთვის დათვლილია ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმების 98%. აქედან 52,19% ერგო ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს. 47,81% კი მის ოპონენტს ქემალ კილიჩდაროღლუს.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати