USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
ირაკლი ღარიბაშვილმა ბელგიაში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალის - „ევროპალიისა“ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
თარიღი:  732
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბელგიაში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალის - „ევროპალიისა“ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
საღამოზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ასევე ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა, ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრმა აჯა ლაბიბიდამ და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ.
აღსანიშნავია, რომ საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს კულტურის საერთაშორისო ფესტივალში - „ევროპალია“.
„ევროპალია“ 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და ღონისძიებები ბელგიასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება. ოთხი თვის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება საქართველოს კულტურა. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ, საქართველოს კულტურული მრავალფეროვნება გაიცნონ როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე ხელოვნების საშუალებით.
ფესტივალი ორ გამოფენას უმასპინძლებს, სახელწოდებით - „საქართველო - შეხვედრების ადგილი“ და „მოდერნიზმი საქართველოში - ფანტასტიკური ავანგარდი“. ფესტივალზე თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება წარმოდგენილი იქნება მსოფლიოში აღიარებული ქართველი არტისტების მონაწილეობით.
გარდა სამუზეუმო გამოფენებისა, თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებას წარმოადგენენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი არტისტების საავტორო გამოფენებზეც.
საგანგებოდ აღსანიშნავია ქართული მუსიკალური ხელოვნების წარმოსაჩენად დაგეგმილი ტრადიციული, პროფესიული და თანამედროვე მუსიკის კონცერტები, ფოლკლორული ანსამბლები და ასევე „კამერული გუნდი“.
გარდა ტრადიციული მუსიკისა, ევროპის საზოგადოება გაეცნობა ქართულ პროფესიულ მუსიკალურ საკომპოზიტორო ხელოვნებასაც.
ფესტივალი უმასპინძლებს სასიქადულო ქართველ მუსიკოს-შემსრულებლებს. ასევე, წარმოდგენილი იქნება გერმანიაში მოღვაწე მწერლის შემოქმედება.
თეატრალურ და საშემსრულებლო ხელოვნებას წარადგენენ ქართული პროფესიული თეატრები.
ფესტივალზე ნაჩვენები იქნება ქართული კინო, მსოფლიო ფენომენი, რომლის მიმართაც ინტერესი იყო და დღესაც მზარდია ევროპაში.
საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის