USD 2.6259
EUR 3.0206
RUB 3.3010
თბილისი
ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
თარიღი:  
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.
 
ეკონომიკური საბჭოს წევრებმა მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ ეკონომიკურ პროექტებზე იმსჯელეს. აგრეთვე განიხილეს ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებზეც პრემიერ-მინისტრის დავალებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
 
შეხვედრაზე განიხილეს ქალაქების და კურორტების განვითარების პროგრამა 2023-2028, რომლის შესახებაც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის მეთაურს და სხდომის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ითქვა, რომ უკვე შერჩეულია ის 10 ტურისტული ლოკაცია, რომლის რეაბილიტაციაც პირველ ეტაპზე განხორციელდება. ხაზი გაესვა, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და სტიმულირებისთვის კურორტების განვითარება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
 
საუბარი შეეხო ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელს. აღინიშნა, რომ რეგიონში შექმნილი სიტუაციისა და გლობალური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას და ფიქსირდება ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდა.
 
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის განმავლობაში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია 2023 წლის იანვარშიც გაგრძელდა და ამ თვის მაჩვენებელმა 8.4% შეადგინა. მაღალი ეკონომიკური აქტივობის პარალელურად, ასევე ფიქსირდება ინფლაციის დონის შემცირება, რაც პანდემიის შემდგომ გლობალურ გამოწვევას წარმოადგენს.
 
ყურადღება დაეთმო პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. შეხვედრისას ითქვა, რომ 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 61.1%-ით გაიზარდა და 2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც აქამდე ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს.
მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის