USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
თბილისი
ირაკლი ღარიბაშვილი: შიდა მტრების დესტრუქციული ქმედებები წარმოადგენს პირდაპირ გამოწვევას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სტაბილურობისთვის
თარიღი:  407

შიდა მტრების დესტრუქციული ქმედებები წარმოადგენს პირდაპირ გამოწვევას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა.

„ჩვენ გვიწევს მუშაობა ვითარებაში, როდესაც არა მხოლოდ გარე საფრთხეები გვაქვს, არამედ შიდა საფრთხეები. შიდა მტრების დესტრუქციული ქმედებები წარმოადგენს პირდაპირ გამოწვევას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სტაბილურობისთვის. ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ბოლო ათი წლის განმავლობაში, არის მართლაც უპრეცედენტო, ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობიანი, სტაბილური პერიოდი, რაც არის საფუძველი სწორედ ჩვენი ქვეყნის განვითარების“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

თბილისი
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის