USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
ირაკლი ღარიბაშვილი ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღეს ულოცავს
дата:  
დაბადების დღეს ვულოცავ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს და სახელოვან მოჭადრაკეს, საერთაშორისო დიდოსტატს, საქართველოს ეროვნულ სიამაყეს, ლეგენდარულ ნონა გაფრინდაშვილს.
თავისი ფენომენალური ნიჭისა და თავდაუზოგავი შრომის წყალობით ნონა გაფრინდაშვილმა ჩვენი ქვეყანა მთელ მსოფლიოს გააცნო, მისი სახელი საჭადრაკო სამყაროში დღემდე ხმამაღლა ისმის, რაც ჩვენთვის, მისი გულშემატკივრებისთვის, განსაკუთრებით საამაყო და სასიხარულოა.
დღეგრძელობას ვუსურვებ ქალბატონ ნონას, ჯანმრთელობა და მხნეობა არ მოჰკლებოდეს ამ მართლაც დიდ პიროვნებასა და უდიდეს პატრიოტს, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება სამშობლოს მიუძღვნა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
Тбилиси
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати