USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
თარიღი:  

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკა მიმოიხილეს. ხაზი გაესვა საერთო ინტერესების საფუძველზე თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობას.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გლობალური პარტნიორობის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

საუბარი შეეხო ეფექტიანი რეფორმების გატარების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, აგრეთვე გამოითქვა სხვადასხვა სფეროში წარმატებული და საერთაშორისოდ აღიარებული ქართული რეფორმების გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს საქართველო უკვე რამდენიმე წელია მასპინძლობს. ელჩების ვიზიტის მიზანია ქვეყნის განვითარების, ეკონომიკური შესაძლებლობებისა და გატარებული რეფორმების შესახებ ინფორმაციის გაზიარება.

შეხვედრას ესწრებოდნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ბენინის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი მარკ ჰერმან გნინადოუ არაბა, კომოროს მუდმივი წარმომადგენელი ისიმაილ ჩანფი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი ჟორჟ ნზონგოლა ნტალაჯა, დომინიკის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი ხოსე ალფონსო ბლანკო კონდე, ლიბიის მუდმივი წარმომადგენელი თაჰერ ელსონი, სენტ-ლუსიის მუდმივი წარმომადგენელი მენისა მარსელ რამბალი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში დავით ბაქრაძე.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის