USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
ირაკლი ღარიბაშვილი: დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან პირველად გვაქვს ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდი - რა თქმა უნდა, ამ უდიდესი მიღწევებისთვის უპირველეს ყოვლისა, მადლობა ეკუთვნის ბატონ ბიძინა ივანიშვილს
дата:  

დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ძვირფასო მეგობრებო, პირველად გვაქვს უწყვეტი, ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდი, რამაც შექმნა პირობები ეკონომიკური განვითარებისა და ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებისათვის, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რიგით მე-8 ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ უდიდესი მიღწევებისთვის უპირველეს ყოვლისა, მადლობა ეკუთვნის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს.

„დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ძვირფასო მეგობრებო, პირველად გვაქვს უწყვეტი, ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდი, რამაც შექმნა პირობები ეკონომიკური განვითარების და ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებისათვის. რა თქმა უნდა, ამ უდიდესი მიღწევებისთვის უპირველეს ყოვლისა, მადლობა ეკუთვნის ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. რთული წარმოსადგენი არ არის, რომ 2011 წელს მის მიერ ინიციირებული ისტორიული სახალხო გამარჯვების გარეშე არათუ ეს პროგრესი იქნებოდა შეუძლებელი, არამედ დღეს ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგებოდა. შეიძლება გარანტირებულად ითქვას, რომ დღეს ქვეყანა ომში იქნებოდა გახვეული, და პირიქით, მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რაც მანამდე მაქვს ნათქვამი - 2008 წელს რომ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, არ მოხდებოდა აგვისტოს ომი. ამიტომ, დღესაც, მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ სწორედ ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბატონი ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რჩება მშვიდობისა და დემოკრატიული განვითარების უმთავრეს გარანტად.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩემი პირადი მადლიერება გამოვხატო ჩვენი პარტიის დამფუძნებლისადმი, იმის გამო, რომ მომცა შესაძლებლობა, ამ უმნიშვნელოვანესი პროცესების მონაწილე ვყოფილიყავი - ორჯერ პრემიერ-მინისტრის, ასევე შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ხელმძღვანელის რანგში.

ჩემთვის თანამდებობა ყოველთვის იყო საშუალება, რომ მემსახურა ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის. დღეს მე მეამაყება, რომ საკუთარი წვლილი შევიტანე ჩვენი ქვეყნის წინსვლაში. იმ თანადგომისათვის, რასაც მე მუდმივად ვგრძნობდი, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს, პარლამენტს, პარტიის ხელმძღვანელობას, თითოეულ წევრს, მინისტრებს, სამინისტროებს, საჯარო მოხელეებს და ასევე, მინდა ვთქვა, რომ განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს ჩვენი ხალხი, რომლის ნდობა და მხარდაჭერა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის უმთავრესი სტიმულია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати