USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ირაკლი ღარიბაშვილი - მაინცდამაინც ამირან გამყრელიძეს ნუ დააბრალებთ ამ საკითხს, ძალიან გთხოვთ, და ნურც მთავრობას.
дата:  399

თქვენ თუ კარგად შეისწავლით ევროპის ქვეყნებს, მათ შორის, რაც ახლა ხდება ევროპაში, ამერიკაში და სხვა წამყვან განვითარებულ ქვეყნებში, ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა რიცხვი საკმაოდ შთამბეჭდავი და დიდია - ამის შესახებ პრემიერ-მინსიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ვაქცინაციის მიმართ მსოფლიოში ზოგადი სკეპტიციზმი არსებობს. 

მისი თქმით, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ვაქცინაციის პროცესის ხელშესაწყობად და მოსახლეობას ვაქცინების არჩევანი შესთავაზა. ღარიბაშვილი ამბობს, რომ მისი პირადი განწყობით, ზედმეტი ჩარევა საჭირო არ არის.

"ზოგგან შეიძლება იყოს 40%, ზოგგან 50%, 20%, 30% და ასე შემდეგ. გააჩნია ამა თუ იმ ქვეყნის საზოგადოების დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი. მაგრამ ის, რომ ყველა ქვეყანაში, მათ შორის, ძალიან ლიბერალურ და ძალიან განვითარებულ ქვეყნებშიც ასეთი ადამიანები არსებობენ და მათი რიცხვი საკმაოდ დიდია, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ზოგადი სკეპტიციზმი არსებობს მსოფლიოში. ეს რას უნდა დავაბრალოთ არ ვიცი. მაინცდამაინც ამირან გამყრელიძეს ნუ დააბრალებთ ამ საკითხს, ძალიან გთხოვთ, და ნურც მთავრობას. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მოსახლეობას შევთავაზეთ არჩევანი. რას ვგულისხმობ არჩევანში – ჩემი განწყობაა, რომ აქ ზედმეტი ჩარევა არ არის საჭირო. როცა მოვედი მე პრემიერად, მაშინ არც ვაქცინები გვქონდა და ძალიან რთული ვითარება გვქონდა მაგ მიმართულებითაც. რეგულაციებიც მაშინ მოვხსენით, ეს ჩემი გააზრებული გადაწყვეტილებები იყო იმიტომ, რომ ეკონომიკის განვითარებისთვის ხელი არ შეგვეშალა. მეორე, ჩვენ 5 მილიონამდე ვაქცინა ჩამოვიტანეთ, დღეის მდგომარეობით, მილიონობით ვაქცინაა ხელმისაწვდომი, ყველანაირი, ყველა სახის. [...] მე ვფიქრობ, არ დაგვიანდა, ძალიან ბევრი აგრესიული აქტიური კამპანიაც ჩაატარა მთავრობამ, თითქმის ყოველდღიურად ამ კამპანიაში ჩართული ვიყავით" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

экономика
III კვარტალში უცხოეთში საქართველოს რეზიდენტების ტურისტული ვიზიტები 3%-ით 412,000-მდე გაიზარდა

საქსტატმა 2025 წლის ივლის-სექტემბერში საქართველოდან უცხოეთში ტურისტული ვიზიტების სტატისტიკა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, III კვარტალში საქართველოს რეზიდენტებმა უცხოეთში 599.7 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც წინა წელთან შედარებით 3 ათასი ვიზიტით ნაკლებია. თუმცა ანგარიშის თანახმად კლება უკავშირდება ქვეყნიდან ერთდღიანი გასვლების რაოდენობის შემცირებას (187 ათასი ვიზიტი, კლება 14 ათასი). ასეთი ვიზიტები ძირითადად სარფის საბაჟოდან თურქეთში ერთდღიანი შოპინგისთვის ხორციელდება.

საქსტატი ტურისტულ ვიზიტებს უწოდებს ისეთ გასვლებს, რომლებიც ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდა. ამ ვიზიტების რაოდენობა 412,000-ს შეადგენს, რაც წლიურად 3%-ით არის გაზრდილი. მათ შორის მომატებულია საქართველოდან ევროკავშირში ვიზიტების რაოდენობაც.

ქვეყნების მიხედვით პირველ ადგილზეა თურქეთი, სადაც მესამე კვარტალში 206 ათასი ვიზიტი აღირიცხა, თუმცა ერთდღიანი ვიზიტების კლების გამო ამ ქვეყანაში გასვლები 10%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილზეა რუსეთი 110 ათასი ვიზიტით, რა მიმართულებითაც ვიზიტები 4%-ით არის შემცირებული. 98 ათას ვიზიტამდე გაიზარდა გასვლების რიცხვი ევროკავშირში რაც წლიურად 8%-ით არის გაზრდილი.

2025 წლის მესამე კვარტალში გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა

ქვეყანა ვიზიტების რაოდენობა 2025 წლის მესამე კვარტალში სხვაობა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან
თურქეთი 205.7 ათასი ვიზიტი; -10%
რუსეთი 109.7 ათასი ვიზიტი; -4%
ევროკავშირი 98.4 ათასი ვიზიტი; +8%
სომხეთი 87.6 ათასი ვიზიტი; +21%
სხვა ქვეყნები 87.0 ათასი ვიზიტი; -1%
აზერბაიჯანი 10.8 ათასი ვიზიტი; +5%

2025 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 699.9 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 3.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის III კვარტალთან შედარებით 4.1 პროცენტით გაიზარდა და 1 167.2 ლარი შეადგინა.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати