USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
ირაკლი ღარიბაშვილი - არსებობს ჩვენი, ქვეყნის და ხალხის მოწინააღმდეგე ძალა - „ნაციონალური მოძრაობის“ ან ახალი „ნაცმოძრაობის“, ხაზარაძისა და სხვა პატარა "ლუზერების" გაერთიანება
თარიღი:  

არავითარი მესამე ძალა არ არსებობს დღეს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს არსებობს ქვეყნის და ხალხის მოწინააღმდეგე ძალა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“ ან ახალი „ნაცმოძრაობა“, როგორიცაა, „მაგალითად ხაზარაძის ან სხვა პატარა ლუზერების“ გაერთიანება.

„რაც შეეხება ხელმოცარულ ოპოზიციას და უსუსურ მცდელობას, რაღაც ახალი შესთავაზონ მოსახლეობას, კარგად ვიცით, რომ ეს ყველაფერი სიცრუეა. ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, ხალხმა იცის, ვის რა წარსული აქვს. კარგად იციან, რომ არავითარი მესამე ძალა არ არსებობს დღეს ქვეყანაში.

არსებობს ჩვენი პოლიტიკური ძალის, საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის და ხალხის მოწინააღმდეგე ძალა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ან ახალი „ნაცმოძრაობის“, როგორიცაა მაგალითად ხაზარაძის გაერთიანება, ან სხვა პატარა ლუზერების. ისინი ცდილობენ, გაერთიანდნენ ამით გადალახონ 5-პროცენტიანი ბარიერი. ჩემთვის არ არის საინტერესო ასეთ მდგომარეობაში მყოფი ოპოზიციის მცდელობები, ჩემთვის მთავარია ქვეყანაში მშვიდობა იყოს სტაბილურობა და განვითარება“, - აღნიშნა პრემიერმა.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის