მსოფლიოს უმსხვილესი ბანკის, JPMorgan-ის ანალიტიკური დეპარტამენტის პროგნოზით, მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში გლობალური ინვესტორები ბიტკოინის ETF-ებში დამატებით 220 მილიარდ დოლარს დააბანდებენ, რაც ინდუსტრიას ზრდის საშუალებას მისცემს.
ბიტკოინის ფასის რეკორდული ზრდის ფონზე, კრიპტო ETF-ების მიმართ მოთხოვნა რეკორდულად იზრდება. უოლ-სტრიტის საფონდო ბირჟაზე განთავსებულ ETF-ებს შორის ყველაზე მოთხოვნადი BlackRock-ის მიერ გამოშვებული ფონდი, IBIT-ია, რომლის დღიურმა ბრუნვამ უკვე მიაღწია მილიარდ დოლარს.
ETF-ებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ იმ ინვესტორთათვის, რომელთაც ბიტკოინის შეძენა კრიპტობირჟაზე არ სურთ და ურჩევნიათ, რომ კრიპტოაქტივი პირდაპირ საფონდო ბირჟაზე, საბროკერო ანგარიშიდან შეიძინონ, ისევე როგორც სხვა აქტივები.
ექსპერტების შეფასებით, ბიტკოინის ETF-ებზე მოთხოვნა მზარდია, რასაც კრიპტოინდუსტრიის აღმასვლა და ფასების ზრდა განაპირობებს.
წყარო:https://bm.ge/
უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. როგორც რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, უკრაინა რუსეთის სიღრმეში წარმატებულ დარტყმებს ახორციელებს, ტრამპს კი გამარჯვებულები მოსწონს.
„უკრაინა საკუთარი დრონებითა და რაკეტებით დარტყმებს რუსეთის სიღრმეში ახორციელებს. ამიტომ, არ გამიკვირდება, თუ არც ისე დიდი ხნის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი მისი საყვარელი პოლიტიკოსი გახდება“, - განაცხადა სიკორსკიმ