USD 2.6963
EUR 3.1800
RUB 3.5752
თბილისი
ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდის პროექტს - Log-in Georgia, მსოფლიო ბანკი 40 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებს.
თარიღი:  915

ქვეყნის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდის პროექტს - Log-in Georgia, მსოფლიო ბანკი 40 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებს.

პროექტი სამი კომპონენტისგან შედგება:
* ფინანსურად ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან წვდომის ზრდა;
* მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან დაკავშირებული ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა;
* პროექტის დანერგვის მხარდაჭერა.

პროექტის შედეგად, ათასამდე დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ ნახევარ მილიონ მოქალაქეს (მათ შორის მაღალმთიან რეგიონებში) შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს მაღალი ხარისხის ინტერნეტით და ისეთი სერვისებით, როგორებიცაა: ელექტრონული ჯანდაცვა, ელექტრონული განათლება, ელექტრონული მმართველობა და ა.შ.

პროექტი Log-in Georgia საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით ფართოზოლოვანი ინტერნეტქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში შეიმუშავა. სტრატეგიას 2020 წლის იანვარში, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოაწერა ხელი.

პროექტს კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით, ხუთი წლის განმავლობაში კომპანია Open Net-ი განახორციელებს. პროცესს ზედამხედველობას გაუწევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე პროექტი გურიაში - ოზურგეთის მუნიციპალიტეტში უკვე დაიწყო, შედეგად მიმდინარე წლის ბოლოს ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდება 49 დასახლებული პუნქტისთვის და 29 ათასამდე მოსახლისთვის.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
მსოფლიო
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის