USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
იცნობდეთ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატატობის მსურველებს - გია ვოლსკი
дата:  954

გია ვოლსკი,  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში.

მინი-დოსიე: დაიბადა 1957 წლის 18 იანვარს, ქალაქ თბილისში. 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. 1978-1979 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ-ის ვაჭრობის სამინისტროს საინფორმაციო-გამოთვლითი ცენტრში. 1979-1984 წლებში კი იყო ვაჭრობის სამინისტროს ეკონომისტი. 1984-1986 წლებში მუშაობდა კალინინის რაიკომის მდივანად და ინსტრუქტორად. 1986-1989 წლებში იგი იყო თბილისის ქალაქკომი და ინსტრუქტორი. 1990-1991 წლებში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს დამოუკიდებელი პროფკავშირების კონფედერაციის ჩამოყალიბებაში და აქვე მუშაობდა საორგანიზაციო განყოფილების გამგედ. 1991-2004 წლებში გიორგი ვოლსკი მუშაობდა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის მოადგილედ რუსეთის ფედერაციაში, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების გამგის მოადგილედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის უფროს მრჩეველად, აგრეთვე საგარეო საქმეთა სამინისტროს გაერო-ს სამმართველოს უფროსად, გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილედ, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწედ საგანგებო საკითხებში. 2004-2006 წლებში გიორგი ვოლსკი იყო კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, აგრეთვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი. 2007-2011 წლებში იყო საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში გაერო-ს განვითარების ფონდის პროექტების მონაწილე. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების წევრი, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე; საპარლამენტო დელეგაციის წევრი ევროკავშირის, ეუთო-ს, აღმოსავლეთის პარტნიორობის, ნატო-ს საპარლამენტო ფორუმებზე. ამჟამად იგი არის მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე 2016 წლიდან. დაოჯახებულია. ჰყავს ორი შვილი.

"შეჩერდით! გზას აღარ ვაგრძელებთ“ -დიდი ხნის მგზავრობის შემდეგ მეეტლემ ეტლი შეაჩერა. მგზავრი სოფელში გამართულ ბაზრობის ტერიტორიიდან ცოტა მოშორებით ჩამოვიდა. დავაკებული ადგილი შეათვალიერა, მიწაზე ხელჯოხი ჩაარჭო და თქვა: „აქ ჩემი სახლია“. გადმოცემის მიხედვით, ასე დასახლდა 1897 წელს ჩხოროწყუს სოფელ ახუთში (მაშინდელ საღებო-ში) პოლონელი ექიმი-პროვიზორი ვლადიმერ ვოლსკი და მალე სამეგრელოს რეგიონში ერთ-ერთი გამართული აფთიაქი სწორედ, სოფელ ახუთში გახსნა.

ასე დაფუძნდნენ საქართველოში პოლონელი ვოლსკები და სწორედ მათი შთამომავლია გია ვოლსკი.

"კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვო­რონ­ცო­ვე­ლი" გია ვოლ­სკი მუდ­მი­ვად დიპ­ლო­მა­ტი­ურ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მუ­შა­ობ­და. როგორც თვითონ ამბობს პო­ლი­ტი­კა არ უყ­ვარს, თუმ­ცა, თითქმის მთელი ცხოვრება პოლიტიკაშია. ბუ­ნე­ბით პრაგ­მა­ტი­კო­სია, ამა­ყობს წი­ნაპ­რე­ბით და გან­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბა-მოღ­ვა­წე­ო­ბით. სა­ტე­ლე­ვი­ზიო დე­ბა­ტე­ბის დროს ყო­ველ­თვის ინარ­ჩუ­ნებს კო­რექ­ტუ­ლო­ბას, ყვე­ლა­ზე უხე­ში ოპო­ნენ­ტე­ბის მი­მარ­თაც კი, იმ მი­ზე­ზით, რომ მათი შვი­ლე­ბის ნერ­ვებს უფრთხილ­დე­ბა.

გია ვოლსკი 24-ე სკო­ლა­ში სწავლობდა, თავს „კარენოი“ თბილისელად თვლის. მისი მშობლები დედ-მამა გე­ო­ლო­გე­ბი იყ­ვნენ და ბავ­შვო­ბი­დან მათთან ერთად მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო აქვს მოვ­ლი­ლი.

წარმოშობით პოლონელმა ერთი სიტყვაც არ იცის პოლონური. პო­ლო­ნელ დიპ­ლო­მა­ტებთან შეხვედრისას კი ეუბნება მათ, რომ სისხლის ყივილი ხშირად აწუხებს, თუმცა აშკარად ეს ასე არ არის.

ამბობს, რომ მის შესახებ „ძველ ბიჭობის“ თემა ვიღაცამ ააგორე რა­ტომ­ღაც  და  ეს არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის ბრა­ლია. მის დროს ქუჩა ან გაკვეთილების მერე სკოლასთან მეგობრების შეკრება კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ერთადერთი სა­შუ­ა­ლე­ბა იყო.

სწავლობდა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ეკო­ნო­მი­ურ­ზე, ვაჭ­რო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ციის ფა­კულ­ტე­ტზე. პრო­ფე­სია თავისით არ აურ­ჩე­ვია, მშობ­ლებ­მა გა­და­წყვი­ტეს. ახალგაზრდობაში მისდევდა სპორ­ტს, ვარჯიშობდა ჩოგ­ბურთში.

ჯუმბერ პა­ტი­აშ­ვი­ლის პე­რი­ოდ­ში მუშაობდა კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში ინსტრუქტორად. შე­ვარ­დნა­ძის დროს იყო  სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში, შემ­დეგ ვა­შინგტონ­ში.

შე­ვარ­დნა­ძის მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს და თვლის, რომ მან  დიდი ბო­რო­ტე­ბა ჩა­ი­დი­ნა მისი ოჯა­ხის მი­მართ. ცნობილი თვითფრინავის გატაცების ისტორიაში მონაწილე გეგა კო­ბა­ხი­ძე მისი დე­ი­დაშ­ვი­ლი იყო და სწორედ შევარდნაძეს აბრალებს გია ვოლსკი, რომ გეგა დღეს ცო­ცხა­ლი აღარ არის.

მუ­შა­ობ­და უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ში, შემდეგ ზუ­რაბ ჟვა­ნიას თხოვნით გახ­და გოგა ხა­ინ­დრა­ვას მო­ად­გი­ლე, კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბის სა­კი­თხებ­ში.

2007-2011 წლებში კი ის იყო საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში გაერო-ს განვითარების ფონდის პროექტების მონაწილე.

2012-2016 წლებში გია ვოლსკი „ქართული ოცნების“  დეპუტატი იყო საქართველოს პარლამენტში, როგორც ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი და ამავდროულად ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.

დღეს ის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ისევ ქართული ოცნების სახელით იყრის კენჭს, როგორც დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის მაძიებელი.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати