USD 2.6732
EUR 3.1124
RUB 3.7466
თბილისი
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან ერთად, ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო
თარიღი:  1109

,,საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რადგან მომავალი თაობის განათლებას უკავშირდება. მნიშვნელოვანია, რომ კომფორტულ გარემოში განათლების მიღება ხელმისაწვდომი იყოს ყველა რეგიონში, ქალაქსა თუ სოფელში. თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ბაღების არსებობა აუცილებელია, როგორც ბავშვის სოციალური ადაპტაციისთვის, ასევე მშობლების დასაქმების ან მცირე ბიზნესში ჩართვის მეტი შესაძლებლობისთვის“-განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე პროექტების დათვალიერების შემდეგ.

მინისტრი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარე საბავშვო ბაღების, გზებისა და წყალმომარაგების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს და ინფრასტრუქტურულ  საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.

რევაზ სოხაძე ახალციხის მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეთა მშობლებსაც შეხვდა, სადაც სკოლის შენობის გაჭიანურებული რეაბილიტაცია განიხილეს. როგორც მან აღნიშნა, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას მომავლში მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს – ერთი უწყების პასუხისმგებლობით და პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით.

სამინისტრო რეგიონში სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის მიზნით,  ახალ საბავშვო  ბაღებს აშენებს: ქალაქ ახალციხეში უკვე დასრულდა 150 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა, საბავშვო ბაღები შენდება ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ  მუსხში, აწყურში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, სადაც ბავშვები განათლებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სივრცეში მიიღებს. სახელმწიფოს დაფინანსებით, სულ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შენდება 4 ახალი ბაღი, რეაბილიტაცია უტარდება 14 ბაღს და დაგეგმილია  3 ბაღის  რეაბილიტაცია.

მინისტრი, ასევე ადგილზე გაეცნო ახალქალაქი-კარწახის გზის მდგომარეობას, სადაც ზამთრის პერიოდის შემდეგ გზა ცუდ მდგომარეობაშია და საჭიროებს გადაუდებელი გადაწყვეტილებების მიღებას.

რეგიონში მიმდინარეობს წყალმომარაგების გაუმჯობესების სამუშაოებიც. ახალციხესა და ნინოწმინდაში მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემების მასშტაბური რეაბილიტაცია. ახალციხეში შენდება წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურა. პროექტის დასრულება 2027 წლისთვის იგეგმება, რაც მოსახლეობის 24-საათიან წყალმომარაგებას უზრუნველყოფს. დასრულების ფაზაშია ახალციხის მიმდებარე სოფლების: მინაძეს, ჭაჭარაქის, ივლიტასა და „აბის დასახლების“ წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია.

წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტშიც, სადაც სოფლების - დიდი ხანჩალის, კატნატუსისა და ოროჯოლარის – მოსახლეობისთვის. პროექტის დასრულების შემდეგ 6 850 ბენეფიციარი ხარისხიანი და უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

რეგიონში მიმდინარე სამუშაოებს მინისტრი მოადგილეებთან, საქვეუწყებო სამსახურების ხელმძღვანელებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის