USD 2.7117
EUR 3.1385
RUB 3.3416
Тбилиси
ინდონეზიის უმსხვილესი ტუროპერატორები და ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან
дата:  463

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდონეზიიდან წამყვანი ტურისტული კომპანიების, მედიასაშუალებების, მათ შორის ინდონეზიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ტელევიზიის TRANS 7-ის  წარმომადგენლებსა და ბლოგერებს მასპინძლობს.

გაცნობითი ტური ინდონეზიაში საქართველოს საელჩოსა და თურქეთის ავიახაზების მხარდაჭერით ტარდება.

ტურის მონაწილეებს შეხვდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული.

გაცნობითი ტურის ფარგლებში, B2B ფორმატის ფარგლებში, ინდონეზიელ ტუროპერატორებს ქართველი კოლეგები შეხვდნენ.

„პროდუქტიული შეხვედრა გაიმართა და ხელი შეეწყო ახალი საქმიანი კავშირების დამყარებას ქართველი და ინდონეზიელი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შორის. ჩვენს მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელი შევუწყოთ ახალ, გრძელვადიან და ნაყოფიერ თანამშრომლობას, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ტურიზმის სექტორი და შევქმნათ ახალი შესაძლებლობები, როგორც ბიზნესისთვის, ასევე ტურისტებისთვის“-განაცხადა თამარ ყორიაულმა.

ინდონეზიელ ტუროპერატორებთან შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბრობს  ტურისტული კომპანია ქისი თრეველის დამფუძნებელი თიკო ჯიშკარიანი. 

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, საშუალება მოგვეცა შევხვდეთ ჩვენს ძველ პარტნიორებს და გავიცნოთ ახალი კომპანიები, რომლებიც საქართველოთი დაინტერესებულები არიან. ინდონეზია დიდი ტურისტული ბაზარია, მათ ტურისტულ ჯგუფებს  აინტერესებთ საქართველოს მიმართულება ოთხივე სეზონზე. ინტერესი გაზრდილია, თითქმის გაორმაგებულია ტურისტების მოთხოვნა ღამეებზე“-აცხადებს  თიკო ჯიშკარიანი. 

შეხვედრის ფარგლებში, ქართული კერძო სექტორის 20-ზე მეტ  წარმომადგენელს საშუალება ჰქონდა გასცნობოდა ინდონეზიის ტურისტული სააგენტოების ერთ-ერთი უდიდესი ასოციაციას ASTINDO-ს, რომელიც 1200-ზე მეტ ტურისტულ სააგენტოს, ავიაკომპანიასა და სასტუმროს  აერთიანებს. 

„ინდონეზიური ტურისტული სააგენტოებისთვის მნიშვნელოვანია მეტი შევიტყოთ საქართველოს შესახებ, ძალიან კარგია საქართველოში ამ ტურის ორგანიზება, შევხვდით ქართველ ტუროპერატორებს, დავათვალიერეთ სასტუმროები, რომ შევიტყოთ თუ რა ტიპის ტურისტული პაკეტის მომზადება შეიძლება, როგორ შეგვიძლია საქართველოს პრომოცია ინდონეზიაში, რომ მოვიზიდოთ მეტი ინდონეზიელი მოგზაური საქართველოში“-განაცხადა  ASTINDO-ს თავმჯდომარემ პაულინ სუჰარნომ.

 ტურის 12 მონაწილე თბილისს, კახეთს, გუდაურსა და ყაზბეგს ეწვია. მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული მიმართულების, კულტურის, ბუნებისა და კულინარიის შესახებ სიუჟეტებსა და  ბლოგებს მოამზადებენ.

 

общество
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა, ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra™) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

„ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის / ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დაწესებულებები იხილეთ ბმულზე: https://ncdc.ge/#/pages/file/87a090e3-e8de-4d08-adaf-aaf0cb8b7128

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати