USD 2.7558
EUR 3.1259
RUB 3.2753
თბილისი
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „ვლადიმერ პუტინი იოსებ სტალინის რეპრესიბის მსხვერპლთა რეაბილიტაციას უკანონოდ თვლის? რა ნიშნავს ეს - პროპაგანდას თუ ისტორიის ხელახლა გადაწერას?“
თარიღი:  385

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 24 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვლადიმერ პუტინი იოსებ სტალინის რეპრესიბის მსხვერპლთა რეაბილიტაციას უკანონოდ თვლის? რა ნიშნავს ეს - პროპაგანდას თუ ისტორიის ხელახლა გადაწერას?“ (ავტორი - ტონი ბარბერი).

 გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

2013 წელს, როცა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი წლიური შემაჯამებელი პრეს-კონფერენციით რუსეთის მოქალაქეთა წინაშე გამოდიოდა, მან ისარგებლა შემთხვევით და დაგმო საბჭოთა პერიოდში, იოსებ სტალინის მმართველობის დროს მომხდარი მილიონობით საბჭოთა ადამიანის მიმართ განხორციელებული რეპრესიები. „ჩვენ არ უნდა დავუბრუნდეთ 1937 წლის ბნელ პერიოდს“, - განაცხადა რუსეთის ლიდერმა პირდაპირი ტელეეთერის დროს, - „სტალინიზმი პიროვნების კულტთან და კანონდარღვევებთან ასოცირდება, რეპრესიებთან და „გულაგ“-ბანაკებთან. რუსეთში დღეს მსგავსი რამ არ ხდება და ვიმედოვნებ, არც მომავალში არ მოხდება“.

მაგრამ რატომ აუქმებს რუსეთის ხელისუფლება ზოგიერთ იმ ოფიციალურ გადაწყვეტილებებს სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საქმეში, რომლებიც ნიკიტა ხრუშჩოვის დროს, 1950-1960-იან წლებში იქნა მიღებული? არის იმის რისკი, რომ საზოგადოების ხსოვნაში ძველი ჭრილობები გაიხსნას, იოსებ სტალინისა და ვლადიმერ პუტინის ერთმანეთთან შედარების ნიადაგზე საზოგადოებაში განხეთქილება მოხდეს და თან ისეთ დროს, როცა რუსეთის ლიდერი ფსონს ეროვნულ ერთიანობაზე დებს უკრაინასთან ომში.

იმ ბრძანების პროექტის თანახმად, რომელიც რუსეთის გენერალურ პროკუროს იგორ კრასნოვს აქვს მომზადებული, 1950-1960-იან წლებში მომხდარი რეაბილიტაციების გაუქმებას შეზღუდული ხასიათი აქვს. სავარაუდოდ, ანულირება ეხება იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც „ნაცისტთა მხარდამჭერებისა“ და „სამშობლოს მოღალატეების“ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ანუ გამოდის, რომ ისინი, იოსებ სტალინის სიკვდილის შემდეგ, შეცდომით იქნენ რეაბილიტირებულნი.

ამ კატეგორიათა შორის არიან უკრაინელი და ბალტიისპირელი ნაციონალისტები, აგრეთვე რუსული „ბანდიტური დაჯგუფებების“ წევრები, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებას წინააღმდეგობას უწევდნენ. აშკარაა, რომ იგორ კრასნოვის ბრძანების პროექტის მნიშვნელოვან კონტექსტად უნდა ჩაითვალოს ვლადიმერ პუტინის თავდასხმა უკრაინაზე და რუსეთის შიგნით სხვაგვარად აზროვნების ჩახშობა.

და მაინც, ასეთი ნაბიჯი ძალზე უცნაურად გამოიყურება: სამხედრო დამნაშავეთა რეაბილიტაცია რუსეთის კანონმდებლობით ისედაც ხომ უკვე აკრძალულია? შესაძლოა, ზოგიერთი ბოროტმოქმედი მართლაც დაუმსახურებლად გაამართლეს ჯერ ნიკიტა ხრუშჩოვის, შემდეგ კი მიხეილ გორბაცევის მმართველობის პერიოდში - 1985-1991 წლებში, როცა არქივიდან ზოგიერთი საიდუმლო დოკუმენტი გამომზეურდა იოსებ სტალინის მიერ ჩადენილი უკანონობის შესახებ...  მაგრამ მათი რაოდენობა მაინცდამაინც დიდი არ არის.

გარკვეული გაგებით, გენერალური პროკურორის ბრძანება, ალბათ, პროპაგანდისტულ პრიზმაში უნდა განვიხილოთ, რომელიც უკრაინის იდენტობის დისკრეტიდაციისა და ვლადიმერ პუტინის კრიტიკოსთა წინააღმდეგ არის მიმართული. მაგრამ საქმე მხოლოდ ამაში არ არის. ფაქტია, რომ იოსებ სტალინის მმართველობის წლებში უამარავი საბჭოთა ადამიანი იქნა გადასახლებული, „გულაგებში“ გაგზავნილი და დახვრეტილი... და ამ დროს, როცა ხდება თუნდაც რამდენიმე რეაბილიტაციის გაუქმება, შესაძლოა ეს ნაბიჯი ერთგვარი „ნებადართული“ პროცესის დასაწყისი გახდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც სასამართლო სისტემა კრემლის მოთხოვნილებებს ექვემდებარება.

2018 წელს რუსეთში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ რესპოდენტთა ერთ მესამედზე მეტს ჰყავს ნათესავები, რომლებიც სტალინის რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ. წარმოიდგინეთ, როგორი რეაქცია ექნებათ მათ, როცა გაიგებენ, რომ მათი ახლობლები კანონდარღვევით იქნენ რეაბილიტირებულნი? რასაკვირველია, რუსეთის ხელისუფლების ასეთი მოქმედება ბევრ რუს მოქალაქეში უკმაყოფილებასა და წყენას გამოიწვევს.

გარდა ამისა, შეიძლება ისე მოხდეს, რომ რუსეთის ხელისუფლებაში დესპოტიზმი გაძლიერდეს: ხრუშჩოვისეული „დათბობა“ და განსაკუთრებით გორბაჩოვისეული „გარდაქმნა“ იმდროინდელ საბჭოთა [რუსულ] საზოგადოებაში ერთგვარ ლიბერალიზმად მოჩანდა, საკმაოდ იყვნენ ის ადამიანებიც, რომლებიც პროცესის გაფართოებას ითხოვდნენ, მაგრამ უფრო მეტი იყვნენ ისეთები, რომლებსაც „დემოკრატია“ არ მოსწონდათ.  დღეისათვის რუსეთში აშკარად შეიმჩნევა, რომ ხელისუფლება ისტორიულ ფაქტების რეალურ ასახვას ეწინააღმდეგება, რაც უფლებადამცველი ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვაში გამოიხატება. მაგალითად, ორგანიზაცია „მემორიალი“, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს რეპრესირებულების პატიოსანი სახელის აღდგენას ემსახურებოდა, ვლადიმერ პუტინმა ჯერ კიდევ 2021 წელს დახურა.

თუმცა შეიძლება პირიქითც მოხდეს - რეაბილიტაციაზე ნაწილობრივი უარიც კი შეიძლება რუსული საზოგადოებისათვის ერთგვარი სიგნალი გახდეს: ერთი მხრივ, ხაზი გაესმებოდა შიდაპოლიტიკური რეპრესიების ტენდენციას, მეორე მხრივ კი, ამით ოფიციალურად დაკანონდებოდა ვლადიმერ პუტინის სწრაფვა რუსეთის ისტორიის ოფიციალურ გაკონტროლებაზე, როცა რეალური ისტორია უკან გადაიწევა და როგორც ბრიტანელი მკვლევარი ჯეიმს მაკგლინი ამბობს, წარსული შელამაზდება „მითებითა და ტყუილი ამბებით, დეზინფორმაციით“.

ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვლადიმერ პუტინს იოსებ სტალინის რეაბილიტაცია ან მთელი საბჭოთა ისტორიის „შავი“ მომენტების „„გათეთრება“ სურს. მტელი ტავისი მმართველობის განმავლობაში, დაწყებული 2000-იანი წლებიდან, რუსეთის პრეზიდენტი, მართალია, ქება-დიდებას ასხამდა სტალინური ეპოქის „ზოგიერთ კარგ ასპექტს“, მაგალითად, გერმანელ ნაცისტებთან ომში გამარჯვებას, მაგრამ ობიექტურად თუ შევხედავთ, შევამჩნევთ, რომ ვლადიმერ პუტინი ყოველთვის დისტანცირებდა ხოლმე კომუნისტი დიქტატორის მიერ ჩადენილი მასობრივი რეპრესიებისაგან. ამავე დროს მაინც რჩება გარკვეული ეჭვი, რომ გენპროკურორის ბრძანების პროექტში გატარებული აზრი ამ მხრივ კარგს არაფერს არ უნდა მოასწავებდეს, ანუ რუსეთის ისტორიის აღქმა მალე შეიძლება ვლადიმერ პუტინის მიზნების შესაბამისად შეიცვალოს.

წყარო: https://www.ft.com/content/8d7dfe93-411d-4d0d-b3aa-f0ef5ebd6ab

4

კულტურა
«Frankfurter Allgemeine Zeitung» (გერმანია): „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება: ტრადიციული სუფრის თავისებურებები“

„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.

ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...

ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.

ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.

„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...

ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.

რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.

ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.

მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს  სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.

თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.