USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
თბილისი
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „თურქეთიდან რუსეთში სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი იზრდება“
თარიღი:  519

„თურქეთიდან რუსეთში ისეთი ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი ხდება, რომლებიც სამხედრო მიზნებითაც გამოიყენება (მიკროჩიპები, ოპტიკური მოწყობილობები და ა.შ.), შესამჩნევად იზრდება. ასეთი სიტუაცია უკვე დიდი ხანია აშშ-ისა და ევროკავშირის შეშფოთებას იწვევს“, - ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „თურქეთიდან რუსეთში სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი იზრდება“ (ავტორები - ადამ სამსონი და მაქს სედონი).

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, 2023 წლის ცხრა თვის განმავლობაში თურქული ექსპორტი საეჭვოდ გაიზარდა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში - საქართველოში, აზერბაიჯანში, ყირგიზეთში, უზბეკეთში და ტაჯიკეთში, რომლებიც სატრანზიტო ქვეყნებად ითვლებიან საქონლის რუსეთში გადასაზიდად.

რუსეთისათვის მიწოდებული პროდუქციის საერთო მოცულობა 158 მილიონ დოლარს აღწევს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2022 წლის მაჩვენებლებს.

ამ კვირაში ანკარას აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილე ბრაიან ნელსონი უნდა ეწვიოს, რომელიც ფინანსურ დაზვერვას კურირებს. მას დაგეგმილი აქვს თურქეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დროს განიხილოს რუსეთ-თურქეთის ვაჭრობის დროს დასავლური სანქციების შესრულების საკითხი - რატომ მიეწოდება რუსეთს ის პროდუქცია, რომლითაც მოსკოვი უკრაინას ზიანს აყენებს.

„ზოგიერთ სახელმწიფოსთან, ვთქვათ, იმავე თურქეთთან, ჩვენ სუსტი პოზიციები გვაქვს“, - ამბობს „ფაინენშელ თაიმსთან“ საუბარში ემილი კილკრიზი, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ყოფილი მოადგილე, - აუცილებელია, რომ რიგმა ქვეყნებმა ზომები მიიღონ იმ კომპანიების და კონკრეტული ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთში პროდუქციის ექსპორტს, ტრანზიტული გზების გამოყენებით“.

ემილი კილკრიზის თქმით, თუ თურქეთი თავის კანონმდებლობაში ცვლილებებს არ შეიტანს, ასეთ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ ამერიკამ იძულებითი ღონისძიებები განახორციელოს“.

წყარო: https://www.ft.com/content/1cef6628-32eb-49c9-a7f1-2aef9bce4239

 

 

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის