USD 2.7321
EUR 3.1162
RUB 3.4675
თბილისი
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „მეფე დონალდი და მისი სამეფო კარი: რას უფრო მოითმენს აშშ-ის საზოგადოება - პრეზიდენტის ოჯახის კორუფციას თუ თვალთმაქცობას?
თარიღი:  96

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 31 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მეფე დონალდი და მისი სამეფო კარი“ (ავტორი - ივან კრასტევი, სოფიის ლიბერალური სტრატეგიის ცენტრის ხელმძღვანელი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის საოჯახო ბიზნესის შეთავსებადობის საკითხი პოლიტიკურ მმართველობასთან - ხდება თუ არა ინტერესთა კონფლიქტი და თუ ხდება, რატომ ითმენს ამ ყველაფერს ამერიკული საზოგადოება.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ძველი სადაო კითხვაა: რა უფრო მეტად რყვნის [მმართველს] - ხელისუფლება თუ მისი დაკარგვის შიში? როგორიც არ უნდა იყოს სწორი პასუხი, ნათელია, რომ დღეს აშშ-ში ამ მხრივ რაღაც მნიშვნელოვანი რამ ხდება.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში მასმედიაში მომრავლდა ინფორმაციები აშშ-ის პრეზიდენტის პირადი გამდიდრების შესახებ, რომელთა მიხედვით, დონალდ ტრამპის ოჯახმა და მისმა საქმიანმა პარტნიორებმა კრიპტოვალუტის საკომისიოს სახით 320 მილიონი დოლარი მიიღეს და მილიარდობით დოლარის ღირებულების უძრავი ქონების გარიგებები დადეს. გარდა ამისა, დონალდ ტრამპი მოწონებით შეხვდა კატარის შეთავაზებას ახალი „№1 ბორტის“ (პრეზიდენტის თვითმფრინავის) აშშ-ის მთავრობისათვის ჩუქების თაობაზე.

„ფორბსის“ შეფასებით, დონალდ ტრამპის ქონება 2024 წლის მარტიდან 2025 წლის მარტამდე პერიოდში  1,2 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

ასეთი ექსტრაორდინალური  სიტუაცია სამ საკვანძო კითხვას ბადებს:

პირველი - რატომ არ ცდილობს პრეზიდენტი, რომ ფორმალურად მაინც დაიცვას სახელმწიფო თანამდებობასა და კერძო ბიზნესს შორის აღმართული „წითელი კედელი“?

მეორე - რატომ არ ამჟღავნებს ამერიკული საზოგადოება რეაქციას დონალდ ტრამპის ოჯახის მზარდი სიმდიდრისა და აქედან გამომდინარე, ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე?

და მესამე - რამდენ ხანს გაგრძელდება კიდევ საზოგადოების ასეთი ტოლერანტობა?

პრეზიდენტის ვაჟმა დონალდ ტრამპ-უმცროსმა პირველ კითხვაზე პირდაპირი პასუხი გასცა: კატარში გამართულ ბიზნეს-ფორუმზე გამოსვლისას მან გააჟღერა ტრამპების ოჯახის აზრი, რომ „ისინი [კონკურენტები], ყველაფრის მიუხედავად, მაინც გვირტყამენ, ამიტომ წესების მიხედვით თამაში წინასწარ უკვე წაგებული თამაშია“. მან ამით წერტილი დასვა. ძნელია მისი გამტყუნება.

ბოლო ათწლეულებში კორუფციასთან ბრძოლამ აჩვენა, რომ შეუძლებელია დაიჯერო იმ ადამიანისაგან, რომელიც ხელისუფლებისაკენ ისწრაფვის, რომ იგი ამას მხოლოდ ადამიანებზე ზრუნვისა და მათი კეთილდღეობისათვის აკეთებს და არა საკუთარი გამდიდრებისათვის. საკვანძო განსხვავება იმაში გამოიხატება, რომ ერთ მხარეს არიან ისეთი ადამიანები, როგორიც დონალდ ტრამპია, რომლებიც არ მალავენ თავიანთ „ინტერესთა კონფლიქტს“ და მეორე მხარეს - თვალთმაქცები, რომლებიც ცდილობენ ყველაფერი დამალონ ან უარყონ. ჰანტერ ბაიდენთან დაკავშირებული ისტორია გვახსენებს იმას, რომ აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის შვილის მცდელობებმა დაემალა თავისი საქმიანი გარიგებები, საზოგადოების უფრო მეტი აღშფოთება გამოიწვია, ვიდრე თვითონ გარიგებებმა.

კაცმა რომ თქვას, დონალდ ტრამპმაც კარგი სარგებელი ნახა თავისი ქონებით მიერ მიღებული შემოსავლებით. ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქისათვის თანხა, რომელიც ასჯერ და მეტად აღემატება მის წლიურ შემოსავალს, თითქმის წარმოუდგენელია. საზოგადოება მილიარდებით არ აზროვნებს, ამიტომაც დონალდ ტრამპის გარიგებების გახმაურებას მისთვის - საზოგადოებისათვის - მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ანუ ცნობიერებაზე გავლენას ვერ მოახდენს.

მეორე კითხვა, თუ რატომ რჩება ამერიკული საზოგადოება გულგრილი ტრამპის სიმდიდრის ზრდასთან მიმართებით, ბევრისათვის განსაკუთრებულად მტკივნეულია. როგორც პოლ როზენცვეიგი (იგი 1990-იან წლებში ბილ კლინტონთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების დროს ფედერალური მოსამართლის კენეტ სტარის აპარატში მუშაობდა) ამბობს, „ასეთი ამბები ფართო საზოგადოებისათვის უმნიშვნელო არ არის, მაგრამ ნაკლებად აღელვებს. მოქალაქეები ფიქრობენ, რომ კორუფციული მხილებები ხშირ შემთხვევაში ელიტების ერთმანეთთან კონკურენციის შედეგია, ხოლო ანტიკორუფციული აქციები - სპეციალურად ორგანიზებული დაინტერესებული პოლიტიკოსების მიერ“.

ისტორიულად მეფეების ქვეშევრდომები ბევრ ქვეყანაში ტოლერანტულად (თმენით) ეკიდებოდნენ ხელმწიფის სასახლის კედლებს მიღმა მომხდარ კორუფციას - იმიტომ, რომ მსგავსი ფაქტები ტრადიციულად გამჭვირვალეა: სამეფო ოჯახების ფუფუნებით ცხოვრება ჩვეულებრივი მოვლენაა და ის თითქმის ყოველთვის ყველასათვის იოლად შესამჩნევია.

XIX საუკუნეში საზოგადოებისათვის სრულიად მისაღები იყო, რომ მონარქია ძლიერი მმართველობის ფორმას წარმოადგენს და მოსახლეობა ამას გაგებით უყურებდა.

დღეს დემოკრატიის მიმართაც იგივე პოზიცია ბატონობს. საზოგადოების აღშფოთება კორუფციით მაშინ ჩნდება, როცა დემოკრატია აზრს კარგავს, როცა ადამიანებმა არ იციან, თუ ვინ იღებს გადაწყვეტილებებს ქვეყანაში. „მართლაცდა, ვინ წყვეტს სინამდვილეში ყველაფერს?“ - აი კითხვა, რომელიც თანამედროვე დემოკრატიებს ნაწილ-ნაწილად შლის. როგორ მოქმედებენ ლიდერები - საკუთარი თუ სპონსორების ნებით? მართლაც არიან თუ არა ჭეშმარიტი მმართველები ისინი, რომლებიც ხალხმა აირჩია, თუ მათ სხვები მართავენ და „ხალხის რჩეულები“ სინამდვილეში ანონიმური, იდუმალი პირების მარიონეტები არიან?

გაურკვევლობისა და უნდობლობის ეპოქაში ხშირად ხდება, რომ ადამიანები საკუთარ იმედები ქარიზმატულ ადამიანებს უკავშირებენ, ვიდრე თანამედროვე დემოკრატიის რთულ ინსტიტუციურ მანქანას. პერსონალიზებული ხელისუფლების მზარდი პოპულარობა იმის ნიშანია, რომ მოქალაქეები ვეღარ ხვდებიან, როგორ მუშაობს თავიანთი ქვეყნის დემოკრატია.

„ვინ იღებს გადაწყვეტილებას?“ - ეს ერთ-ერთი საკითხთაგანია, რომელზეც არ უნდა იდარდოთ იმ დროს, როცა თეთრ სახლში დონალდ ტრამპია. სწორედ ის წყვეტს ყველაფერს, რის შედეგადაც მისი ოჯახის გამდიდრებამ, სანამ იგი პრეზიდენტის პოსტზე იმყოფება, საზოგადოებისათვის თავისი საფრთხე ნაწილობრივ დაკარგა. დიახ, დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში შეიძლება მართლაც ერთ-ერთ ყველაზე მეტად „გასვრილ“ პრეზიდენტს წარმოადგენს, მაგრამ იმავდროულად, იგი ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალეცაა.

ალბათ, სწორედ ამით აიხსნება პატრიმონალური რეჟიმების მიმზიდველობა, როცა მმართველები ქვეყანას საოჯახო ბიზნეს-გეგმებივით მართავენ.  როგორც დონალდ ტრამპმა გააცნობიერა, ოჯახური ბიზნესის საიდუმლოება მის პირად ხელისუფლებას დაასუსტებს და საფრთხის წინაშე დააყენებს. ამ შემთხვევაში მისთვის როგორც ხელისუფალისთვის, ყველაზე უფრო საშიში და საფრთხის მომტანია ბრალდებები არა იმდენად კორუფციაში, რამდენადაც თვალთმაქცობაში და ფარისევლობაში.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ნამდვილი ჯოჯოხეთია „შეთქმულების თეორიების“ მომხრეებისათვის - იმიტომ, რომ არაფერი დამალული არ არის და ყველაფერი ზედაპირზევე დევს. ანტილიბერალიზმის დღევანდელი ტალღა - ეს არის საზოგადოების ბუნტი ორმაგი სტანდარტების წინააღმდეგ. საზოგადოებაში, რომელიც უნდობლობით იმართება, მხოლოდ ცინიკოსს უნდა მიენდო. თანამედროვე დემოკრატიის იდეალიზებული ვერსიის მიხედვით, პოლიტიკური ლიდერი თავის საკუთარ შვილებსაც ისევე უნდა მოეპყროს, როგორადაც სხვებს ეპყრობა, მაგრამ მათთვის, ვინც ხმას აძლევს ახალ მმართველებს, ასეთი ვერსია „დიდ ტყუილს“ წარმოადგენს.

რაც შეეხება მესამე კითხვას - რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს საზოგადოების ტოლერანტობა დონალდ ტრამპის „ლამაზი გარიგებების“ მიმართ - ეს ჯერ კიდევ გასარკვევია, თუმცა ერთი რამ ნათელია: თუ აშშ-ის მოქალაქეთა უმრავლესობა საბოლოო ჯამში დღევანდელი ადმინისტრაციის წინააღმდეგ გამოვა, მათი საბრძოლო ლოზუნგი იქნება არა იმდენად „არა - კორუფციას!“, რამდენადაც „არა - თვალთმაქცობას!“.

თბილისი
სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება
გლდანის რაიონის გამგეობა სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
 
ღნიშნულ მისამართზე არსებული ძველი კედელი ფრაგმენტულად ჩამოიშალა, რამაც სავალი ნაწილის დაზიანებაც გამოიწვია. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, განხორციელდა დაზიანებული გრუნტის დამჭერი კედლის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებარე კედლის სიგრძე 15 მეტრია, სამუშაოებისთვის კი გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 68 000 ლარი დაიხარჯება.
 
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.