USD 2.6229
EUR 2.9925
RUB 3.1138
თბილისი
Financial Times: „დასავლეთი საქართველოში კრიზისისათვის უნდა მოემზადოს: თბილისი ნეიტრალიტეტისა და რუსული გავლენის სფეროსაკენ დრეიფობს“
თარიღი:  894

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დასავლეთი საქართველოში კრიზისისათვის უნდა მოემზადოს: თბილისი ნეიტრალიტეტისა და რუსული გავლენის სფეროსაკენ დრეიფობს“ (ავტორი - ტიმ ჯუდა).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

საქართველო დრეიფობს, დინებას მიჰყვება. პარლამენტის ახალი შემადგენლობის არჩევის წინ, რომელიც მომავალი თვის ბოლოს უნდა გაიმართოს, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ბევრი მოწინააღმდეგე თვლის, რომ ხელისუფლება ყველაფერზე  წავა, ყველა ღონეს იხმარს ძალაუფლების როგორმე შესანარჩუნებლად. რუსი მაღალჩინოსნები უკვე აცხადებენ, რომ საქართველოში არჩევნების შემდეგ ძალადობრივი პროცესები განვითარდება. ქვეყანა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში (ნატო, ევროკავშირი) ინტეგრაციას, ახლა კურსს ცვლის: საქართველოს ფაქტიურმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, იგრძნო რა, რომ ძალაუფლება ხელიდან უსხლტება, მან და მისმა თანამოაზრეებმა დასავლური კურსიდან გადაუხვიეს. ამჟამად საქართველო ერთი შეხედვით ნეიტრალურ ტერიტორიაზე მდებარე, სადღაც დასავლურ და რუსულ სამყაროს შორის არსებულ ქვეყანას წარმოადგენს, მის ირგვლივ თითქმის ყველა სახელმწიფო „ბრიკს“-ის (BRICS) წევრია. დასავლელმა ლიდერებმა აუცილებლად უნდა მოამზადონ გეგმა საქართველოში სრულმასშტაბიანი კრიზისის შემთხვევისათვის.

თბილისში დაძაბული ატმოსფეროა შექმნილი. ზოგიერთებს დღეს არსებული ვითარება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს ახსენებს, როცა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა. მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის ხელისუფლებაში 2004 წელს მოვიდა და მისი მმართველობის პირველი ოთხი წელი ოპტიმიზმითა და პროგრესით გამოირჩეოდა, შემდეგ კი, განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული რუსული სამხედრო ინტერვენციისა და მსოფლიო საფინანსო კრიზისის შედეგად, მისი ადმინისტრაცია ავტორიტარიზმმა, ძალადობრივმა მოქმედებებმა და კორუფციამ იმსხვერპლა. იგივენაირი ტრაექტორია მეორდება ბიძინა ივანიშვილის პარტიის მმართველობის პერიოდშიც.

მიმდინარე წლის გაზაფხულზე ათიათასობით ადამიანი გამოვიდა თბილისის ქუჩებში გამართულ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებზე იმ კანონის მიღების წინააღმდეგ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვისაკენ იყო მიმართული. მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სინამდვილეში ხელისუფლების ხელში გარკვეულ ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების უფლებებს - თვალი ადევნოს კორუფციას, გააკონტროლოს მთავრობა და მას პასუხისმგებლობისაკენ მოუწოდოს. მთავრობა ასევე აქტიურად ეწევა პროპაგანდას „ლგბტ-საზოგადოების“ წინააღმდეგაც. ეს ყველაფერი ტრაგედიას წარმოადგენს.

რუსეთ-უკრაინის ომმა საქართველოს წინაშე სრულიად მოულოდნელი შესაძლებლობა გააჩინა, რომლის შედეგად თბილისისათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი იქნა შეთავაზებული. ალბათ, ქართველთა უმეტესობისაგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილს ამ მოულოდნელი საჩუქრის მიღება ყველაზე მეტად არ სურდა - იმიტომ, რომ ევროკავშირში ინტეგრირება გულისხმობს  ქვეყნის მართვის სისტემის სერიოზულ გაუმჯობესებას და მის დემოკრატიზაციას, სასამართლო ელემენტის ჩათვლით. ბრიუსელმა საქართველოს ბლოკში გაწევრიანების პროცესი შეუჩერა, თუმცა ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას კვლავ პირდება ევროკავშირის შესვლას 2030 წლისათვის.

ოპოზიციური აქტივისტების მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარების მიუხედავად, ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ხელისუფლება ფაქტიურად უკვე მათ ხელშია, ბიძინა ივანიშვილმა კი უკვე დაკარგა. „ქართული ოცნება“ მუდმივად აცხადებს ჩრდილოვანი „გლობალური ომის პარტიის“ საფრთხის თაობაზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებს და რომელსაც განზრახული აქვს საქართველოს ჩათრევა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ „მეორე ფრონტში“. უნდა ითქვას, რომ ქართული ოპოზიცია მრავალფეროვანია, რის გამოც მმართველი პარტია მას „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ უწოდებს (იგულისხმება დაპატიმრებული მიხეილ სააკაშვილის პარტის სახელწოდება).

არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ თბილისის მოსახლეობა რომ იღებდეს, ასეთ შემთხვევაში ოპოზიცია იოლად გაიმარჯვებდა, მაგრამ ყველაფერი მარტივად არ არის. მაგალითად, პატარა ქალაქ ახალციხეში, რომელიც საქართველო-თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს, ადგილობრივი ამომრჩევლები თავიანთ ხმას ყოველთვის სახელისუფლო პარტიას აძლევენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მსგავს ქალაქებში მრავალი სამუშაო ადგილი შექმნილია სახელმწიფო მმართველობის ორგანოებში - მუნიციპალიტეტებში, მერიებში, სამხარეო დაწესებულებებში. ადამიანებს ეშინიათ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, ხელმძღვანელის თანამდებობას გამარჯვებული პარტიის წარმომადგენელი დაიკავებს და ადმინისტრაციის პერსონალში სამუშაო ადგილებს გადაანაწილებს, კონტრაქტებს გაუფორმებს საკუთარ ახლობლებს, ნათესავებს და მეგობრებს.

ხელისუფლება მოქალაქეებზე ზეწოლას ახორციელებს და მათ აშინებს: თამუნა უჩაძე, რომელიც ანტიკორუფციული ორგანიზაციის Transparency International-ის ახალციხის ფილიალში მუშაობს, ჰყვება, რომ პირადად გახდა მომსწრე იმისა, თუ როგორ მოუწოდებდა ადგილობრივი უნივერსიტეტის პროფესორი სტუდენტებს მიტინგზე მისულიყვნენ ბიძინა ივანიშვილის პარტიის მხარდასაჭერად. და თუ ისინი ამაზე უარს იტყოდნენ, მაშინ ლექტორი მათ კარგ შეფასებას არ აღირსებდა.

ირაკლი ლაზარაშვილი, ახალციხის მერი „ქართული ოცნებიდან“, ირონიულად უყურებს ოპოზიციის აზრს, რომ მმართველი პარტია მოსკოვთან ახლოვდება. „რუსეთი ჩვენი მტერია, - ამბობს იგი, - „ჩვენს ევროპულ კურსს ვერაფერი შეაჩერებს“.

ანალიტიკოსებისა და სოციოლოგების ვარაუდით, „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას მხარს უჭერენ ამომრჩეველთა ერთი მესამედი, ხოლო ორ მესამედს ჯერ საკუთარი პრიორიტეტი არ განუსაზღვრავს, ანუ ოქტომბრისათვის შეიძლება საარჩევნო სიტუაცია გაუარესდეს. რუსეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს: კრემლიდან აცხადებენ, რომ ქართული ოპოზიციის დამარცხების შემთხვევაში ამერიკა სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს - ერთგვარ „თბილისურ მაიდანს“. რასაკვირველია, [ამერიკის ჩარევაზე ლაპარაკი], უბრალოდ, აბსურდია, მაგრამ თუ „ქართული ოცნება“ მართლაც ვერ გაიმარჯვებს, მთავრობას მაინც შეუძლია პრეტენზიები წამოაყენოს და მომხრეები დემონსტრაციებზე გაიყვანოს, ძალადობის პროვოცირების მიზნით.

თუ მმართველი პარტია პატიოსნად და სამართლიანად გაიმარჯვებს, მაშინ თბილისი დასავლეთისაგან დაშორებას გააგრძელებს. თუ არჩევნებს წააგებს, მაგრამ მაინც შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას, მაშინ ქართველები იმედის მზერას დასავლეთს მიაპყრობენ... და ამ შემთხვევაში გადამწყვეტი შეიძლება უცხო სახელმწიფოების მოქმედება აღმოჩნდეს.

 როგორც ეკა მეტრეველი, საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ქართული ფონდის ხელმძღვანელი ამბობს, საქართველო ამჟამად [თითქოსდა] ნეიტრალიტეტისაკენ იხრება, [სინამდვილეში] კი რუსეთის გავლენის სფეროში ექცევა, რაც ქართველების უმრავლესობას არ სურს

წყარო: https://www.ft.com/content/fe13da0d-07dc-41f6-9eef-673be6351a72

 

 

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის