USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
«Financial Times» : „იმ ქაოსისაგან, რომელიც დონალდ ტრამპმა შექმნა, ყველაზე მეტად მოგებულები არიან სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი“
თარიღი:  508

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 8 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „იმ ქაოსისაგან, რომელიც დონალდ ტრამპმა შექმნა, ყველაზე მეტად მოგებულები არიან სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი“ (ავტორი - ალექსანდრე გაბუევი, კარნეგის ევრაზიული ცენტრის დირექტორი ბერლინში). „მსოფლიო გარდამტეხი მომენტის მოწმეა: ამერიკა თვითონვე იზიანებს საკუთარ თავს, რითაც ყველაზე მეტად რუსეთი და ჩინეთი სარგებლობს. სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინისათვის მომგებიანი პერიოდი დგება“, - ასეთია   ანალიტიკური პუბლიკაციის დედააზრი.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

„ახლა მსოფლიოში ისეთი ცვლილებები მიმდინარეობს, რომელთა მსგავსი 100 წლის განმავლობაშიც კი არ ყოფილა. როცა ჩვენ ერთად ვართ, ამ ცვლილებებს ჩვენვე ვმართავთ’, - ასე განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა კრემლში, 2023 წლის მარტში, როცა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ემშვიდობებოდა.

იმყოფება რა ოთხდღიან სამიტზე, რომელიც მოსკოვში 7 მაისს დაიწყო, ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს შეუძლიათ სიხარული გამოხატონ იმის გამო, რომ ცვლილებები მართლაც ხორციელდება პრაქტიკულად - თუნდაც ნაწილობრივ, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დამანგრეველი და მადესტაბილიზებელი მოქმედებით.

მსოფლიოში გარდამტეხი მომენტი დადგა: ამერიკა ნებაყოფლობით ძირს უთხრის საკუთარ გლობალურ სტატუსს, პეკინი და მოსკოვი კი ცდილობენ რაც შეიძლება მეტი სარგებელი ნახონ ამ სიტუაციით. ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი საკმაოდ იოლი ამოცანის წინაშე დგანან - მათ მხოლოდ ისეთი სტრატეგიის შემუშავება მოუწევთ, რომლის მიხედვით მაქსიმალურად შეძლებენ ამ ისტორიული მომენტის გამოყენებას და ისე იმოქმედებენ, რომ აშშ-ის ჰეგემონია საბოლოოდ დაინგრეს.

ორი წლის წინათ, როცა ამხანაგი სი მოსკოვში იმყოფებოდა, მას სურდა დამარწმუნებელი სიგნალი მიეცა კრემლისათვის, რომ უკვე გადაწყვიტა პუტინი არ მიეტოვებინა. ჩინეთმა ფარულად დაიწყო რუსეთის მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ ომში. იმ დროს სი ძინპინის ნაბიჯი საკმაოდ სარისკო ჩანდა: კრემლის არმია მარცხს მარცხზე განიცდიდა, უკან იხევდა, კიევს ევროპა და აშშ აქტიურად ეხმარებოდა, უკრაინის არმიის სარდლობა კონტრშეტევისათვის ემზადებოდა და დასავლეთში ბევრს ილუზიური იმედები გაუჩნდა - იქნებ უკრაინამ რუსეთი დაამარცხოს და კრემლის დამცირების მომსწრენი გავხდეთო.

სი ძინპინმა დაიწყო რუსეთისადმი ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდება, ინტეგრალური სქემების (ჩიპების) და მოწინავე ტექნოლოგიური ცარხების მიწოდება, რომლებიც რუსეთს საკმაოდ შელახული სამხედრ-სამრეწველო პოტენციალი აღედგინა. გარდა ამისა, ჩინეთმა გამოათავისუფლა დამატებითი ადგილები თავის უკიდეგანო ბაზარზე რუსული პროდუქციისათვის და ამით კრემლს ესოდენ სასურველი საექსპორტო შემოსავლები გაუზარდა. ამის შედეგად რუსეთმა შეძლო თავისი სამხედრო მანქანის განმტკიცება და რუსეთის ეკონომიკის სამხედრო რელსებზე გადაყვანა.

სამაგიეროდ მოსკოვმა პეკინს აღუთქვა პრიორიტეტული წვდომა იაფ რუსულ ნახშირწყალბადებზე (ენერგომატარებლებზე) - ნავთობსა და გაზზე, ლითონების საბადოებზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სასუქებზე, მოწინავე რუსულ იარაღზე, რომლებიც უკვე საბრძოლო პირობებში იყო გამოცდილი... და ბოლოს, ჩინეთმა რუსეთისაგან მიიღო ის ტექნოლოგიური კადრები, რომლებიც ომამდე დასავლურ ლაბორატორიებში მუშაობდნენ და იძულებულნი გახდნენ რუსეთში დაბრუნებულიყვნენ.

რუსეთისთვისაც და ჩინეთისთვისაც ეს ურთიერთინვესტიციები ფრიად სასარგებლო და მომგებიანი აღმოჩნდა, იმის მიუხედავად, რომ რუსეთს მოუწია შერიგებოდა ჩინეთზე გაზრდილ დამოკიდებულებას, ხოლო ჩინეთს - წასულიყო ევროპასთან ურთიერთობის გაუარესობაზე.

ახლა კი სი ძინპინს და ვლადიმერ პუტინს შეუძლიათ უფრო მეტი დივიდენდები მიიღონ: დონალდ ტრამპი ეშხში შევიდა და მთელი ძალით ანგრევს ოდესღაც აშშ-ის მიერ შექმნილ მსოფლიო წესრიგს, ამის შემხედვარე რუსეთი და ჩინეთი გარე მაყურებელ-დამკვირვებლებად არ დარჩებიან.

პირველ რიგში იმიტომ, რომ პეკინი და მოსკოვმა ბევრი რამ ისწავლეს და „აცრები ჩაიტარეს“ ვაშინგტონის ტექნოლოგიურ და ფინანსურ შანტაჟზე. ის, რომ რუსეთს დღემდე აქვს შესაძლებლობა ძვირადღირებული ომი გააგრძელოს, დასავლური სანქციების ცუნამის მიუხედავად, ჩინეთისათვის ყველაზე მეტად დამარწმუნებელ არგუმენტს წარმოადგენს, თუ როგორ შეუძლია თავი დაიცვას ამერიკისაგან - ეს იქნება საკუთარ ვალუტაზე (იუანზე) დაყრდნობა თუ სამამულო ტექნოლოგიების განვითარება. მოსკოვი და პეკინი, სავარაუდოდ, შეეცდებიან ამ ინსტრუმენტების გაფართოებას გლობალური სამხრეთის ქვეყნებში, „ბრიკს“-ის მეშვეობით, ვაშინგტონი კი თავისი სატარიფო მსოფლიო ომით მათი უნებლიე კომივოიაჟერი გახდა. 

მეორე - სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი უკვე ათ წელზე მეტია აცხადებენ, რომ დასავლური ყაიდის დემოკრატია შორს არის სრულყოფისაგან. მართლაცდა, რა უნდა იყოს ასეთი შეფასების ყველაზე დამამტკიცებელი არგუმენტი, თუ არა დონალდ ტრამპის არჩევა აშშ-ის პრეზიდენტად? ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ჩინეთს აქვს უფლება ამტკიცოს, რომ მისი სისტემა უფრო მეტად მტკიცეა და მას უფრო მეტი სამომავლო პერსპექტივა აქვს - ისეთი, რომელსაც ტრამპის ამერიკაში ვერცკი წარმოიდგენენ. რწმენა იმისა, რომ ამერიკული დემოკრატია და სახელმწიფო მმართველობის ფორმები და მეთოდები ყველაზე უკეტესია მსოფლიოში, დიდი ხნის განმავლობაში იყო აშშ-ის ძლიერების საფუძველი. მაგალითად, მან დააჩქარა საბჭოთა კავშირის დაშლა, რითაც ღრმა სულიერი ჭრილობა მიეყენა როგორც ვლადიმერ პუტინს, ასევე სი ძინპინს. და თუ აშშ-ის ძლიერებისადმი რწმენა ახლა საბოლოოდ იქნება დარღვეული, მაშინ ეს მოსკოვისა და პეკინის დიდ გამარჯვებას ნიშნავს.

და ბოლოს, მესამე - დონალდ ტრამპი თავისი ხელით ამუხრუჭებს ამერიკულ ბიუროკრატიას, დაწყებული სახდეპარტამენტიდან და პენტაგონიდან, დამთავრებული სადაზვერვო უწყებებით, და ისე იქცევა, რომ თავის საკვანძო მოკავშირეებს თვითონვე იუცხოვებს. ასეთ მოქმედება იწვევს აშშ-ის დასუსტებას იმ დროს, როცა რუსეთისა და ჩინეთის სამხედრო მანქანა და დაზვერვა სწრაფად ვითარდება.

დღეს პეკინი მთელ მსოფლიოს თვალს ადევნებს და აგროვებს იმ პროექტებს, რომლებიც აშშ-ის „იუესაიდის“ მიერ იქნა მიტოვებული. ამით მატულობს ჩინეთის „რბილი ძალა“, ამით იხიბლებიან აშშ-ის ყოფილი მეგობრები, რომლებიც ახლა მზერას ჩინეთს აპყრობენ მზერას - ახალი სავაჭრო და საინვესტიციო გარიგებების დადების იმედით.

წარმოვიდგინოთ ახლო მომავლის პირქუში ალტერნატივა: ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს, რომლებიც ასაკით 70 წელზე ცოტა მეტი ხნის არიან, შეუძლიათ თავიანთი მემკვიდრეობის განმტკიცება და ისტორიაში საკუთარი სახელების უკვდავჰყოფა. ამისათვის ისინი უფრო თამამად და გაბედულად გააგრძელებენ მსოფლიოს რუკის თვითნებურ ცვლილებას - ძველი მსოფლიო წესრიგი დასასრულს უახლოვდება, ამერიკა კი თავის არეულ-დარეულ საქმეებს ვერ უვლის.

რა თქმა უნდა, ზუსტად არავინ იცის, მოხვდება თუ არა ისტორიის სახელმძღვანელოში ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების ამჟამინდელი მოსკოვური რანდევუ - შესაძლოა მოვლენები  სულ სხვაგვარად განვითარდეს. მაგრამ ერთი რამ უდავოა: თუ დონალდ ტრამპის ჩანაფიქრი იმაში გამოიხატება, რომ სი ძინპინსა და ვლადიმერ პუტინს შორის შუღლი ჩამოაგდოს (როგორც იგი ტრაბახობდა პირველი პრეზიდენტობის დროს), მაშინ მისი მეორე ვადით პრეზიდენტობა პირიქით, პეკინს და მოსკოვს ერთმანეთთან კიდევ უფრო მეტად აახლოებს.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის