USD 2.6080
EUR 2.9721
RUB 3.0937
თბილისი
«Financial Times» : „ევროპას არ უნდა ჰქონდეს თეთრი სახლის იმედი, თუნდაც იქ კამალა ჰარისი შევიდეს“
თარიღი:  994

„ვინც არ უნდა გაიმარჯვოს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, ევროპული ქვეყნების მთავრობებს ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევთ მეტი პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - წერს ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) სტატიაში სათაურით „ევროპას არ უნდა ჰქონდეს თეთრი სახლის იმედი, თუნდაც იქ კამალა ჰარისი შევიდეს“ (ავტორი - ფილიპ სტივენსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირედ შემოკლებული სახით:

ჰარისი როცა კამალა ჰარისი საპრეზიდენტო რბოლაში ჩაება, მთელმა ევროპამ შვებით ამოისუნთქა. რა თქმა უნდა, ვლადიმერ პუტინის ‘სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ ჯო ბაიდენი ევროპელებისათვის კარგი მეგობარი გახდა, მაგრამ... ევროპას არ შეუძლია სენტიმენტალური იყოს ჯო ბაიდენის მიმართ, როცა კონტინენტს რუსული საფრთხე ემუქრება. განა გამოკითხვები 81 წლის ჯო ბაიდენს დამარცხებას არ უწინასწარმეტყველებდნენ დონალდ ტრამპთან ბრძოლაში?

ევროპელების თვალსაზრისები აშშ-სთან მიმართებით თვითდამშვიდებასა და დაურწმუნებლობას შორის მერყეობს, რომელიც ზოგჯერ, პერიოდულად, აღშფოთებაში გადადის. მიმდინარე წლის დასაწყისიდან ევროპელთა მთავარი ემოცია იყო შიში - შიში იმისა, რომ დონალდ ტრამპი გაიმარჯვებდა და, შესაბამისად, ევროპისათვის უსაფრთხოების ამერიკული გარანტიების „გარდაცვალებას“ გამოაცხადებდა - ანუ, ხატოვნად რომ ვთქვათ, მათი  „სულის მოსახსენიებელ“ ლოცვას წაიკითხავდა. ახლა კი საფრთხე იმაში იმალება, რომ კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებით ევროპელები ისევ თვითდამშვიდების ბურუსში ჩაიძირნენ.

დიპლომატები ასეთ კოშმარულ სცენარს დახატავენ:

ინაუგურაციით - აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილების ძალაში შესვლით -  გამხნევებული დონალდ ტრამპი 2025 წლის თებერვალში მოიწვევს ნატოს სამიტს. როცა იგი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში - ბრიუსელში ჩაფრინდება, განაცხადებს, რომ მიემგზავრება მოსკოვში თავის ძველ მეგობართან - ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად. დონალდ ტრამპი, რა თქმა უნდა, წაიტრაბახებს: „დავჯდებით, კაცურად მოვილაპარაკებთ და განვსაზღვრავთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის პირობებს“.

ვოლოდიმირ ზელენსკი რომ თანხმობაზე აიძულოს, დონალდ ტრამპი მას დაემუქრება, რომ თუ უკრაინის ლიდერი არ შეწყვეტს რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიების უკან დაბრუნების მცდელობებს, მას ამერიკულ დახმარებას და სამხედრო ტექნიკის მიწოდებას შეუწყვეტს. ამრიგად, დონალდ ტრამპის ნატოელი კოლეგები არჩევანის წინაშე აღმოჩნდებიან: ან შეურიგდებიან იმას, რომ ისინი მათმა ნატოელმა კოლეგამ ვლადიმერ პუტინს ჩააბარა (და დაემშვიდობებიან იმ ევროპულ წესრიგს, რომელიც ცივი ომის შემდეგ ჩამოყალიბდა, ეროვნული საზღვრების ურღვევობის საფუძველზე), ან მათ თვალწინ აშშ გადის ისტორიაში ყველაზე წარმატებული სამხედრო ალიანსის შემადგენლობიდან, უარს აცხადებს ნატოს წევრობაზე. სიტუაცია შეიძლება შევადაროთ მონეტის აგდების მომენტს: „ორიოლი“ - იგებს პუტინი, „რეშკა“ - აგებს ევროპა.

კამალა ჰარისის მსოფლმხედველობის თაობაზე არცთუ ბევრი რამ არის ცნობილი, მაგრამ მისი საჯარო განცხადებები იმედისმომცემია: „ჩვენთვის - პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და ჩემთვის - ნატოსადმი ერთგულება წმინდათაწმინდა მოვალეობას წარმოადგენს“, - განაცხადა მან მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე 2024 წლის თებერვალში. იგივე ითქმის უკრაინის მიმართაც. ამ შემთხვევაში კარგად ჩანს კამალა ჰარისის საგარეოპოლიტიკური მრჩევლის ფილიპ გორდონის როლი, რომელიც ჭეშმარიტ და აქტიურ ატლანტისტს წარმოადგენს. მან თავისი დიპლომატიური კარიერა სწორედ ევროპელ მოკავშირეებთან ურთიერთობის სფეროში გაიკეთა.

მაგრამ ევროპასთან დამოკიდებულების ნიადაგზე მაინცდამაინც ღრმა დასკვნებს ნუ გავაკეთებთ. ის ფაქტი, რომ არჩევნებამდე სამი თვით ადრე კამალა ჰარისის რეიტინგი დონალდ ტრამპს დაეწია და თითქმის გადაუსწრო კიდეც, მაინცდამაინც დიდს არაფერს ნიშნავს - საყოველთაო აჟიოტაჟი და ენთუზიაზმი არ არის გამარჯვების მტკიცე გარანტია. გავიხსენოთ, რომ 2016 წელს ჰილარი კლინტონმა თითქმის სამმილიონიანი ხმით უსწრებდა დონალდ ტრამპს, მაგრამ საბოლოო ჯამში ექს-პრეზიდენტის ცოლმა - პრეზიდენტობის კანდიდატმა - არჩევნები მაინც წააგო. კამალა ჰარისმა „საჭირო“ შტატებში სუფთად უნდა გაიმარჯვოს - პირველ რიგში პენსილვანიაში, ვისკონსინში და მინესოტაში.

ევროპელები მაცდურ ილუზიებს აჰყვებიან, თუ კამალა ჰარისში რაღაც მნიშვნელოვან „კარტ-ბლანშს“ დაინახავენ და ამ დროს პრინციპულ ცვლილებას ვერ შეამჩნევენ. ნოემბრის არჩევნების შედეგების მიუხედავად, აშკარაა, რომ ჯო ბაიდენი თეთრ სახლში უკანასკნელ აქტიურ ატლანტისტად იქცა. იგი კონგრესის ზედა პალატაში - სენატში - ჯერ კიდევ 1972 წელს იქნა არჩეული, ანუ იმ წელიწადს, როცა აშშ-მა და საბჭოთა კავშირმა პირველი ხელშეკრულება გააფორმეს ბირთვული იარაღის შეზღუდვის თაობაზე. ამრიგად, ჯო ბაიდენის პირადი კომპასი ცივი ომით და ევროპასთან ალიანსით არის დაკალიბრებული. მისი დამოკიდებულება „ძველი სამყაროს“ მიმართ არამარტო ემოციურია, არამედ სტრატეგიულიც.

როგორც არ უნდა აფასებდეს კამალა ჰარისი ნატოს როლს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში (დონალდ ტრამპისაგან განსხვავებით, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ გაუგია, რომ მოსკოვისადმი დათმობები უკრაინის საკითხში ძალიან დაასუსტებს ამერიკას ჩინეთთან დაპირისპირებაში), ჯო ბაიდენი მაინც გამონაკლისს წარმოადგენს, თუნდაც ასაკის მხრივ - მას უდიდესი გამოცდილება აქვს. ისიც გავიხსენოთ, რომ სანამ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მივიდოდა, სწორედ მისმა წინამორბედმა დემოკრატმა ბარაკ ობამამ გამოაცხადა „სწორება აზიისაკენ“, ანუ შეასუსტა ყურადღება ევროატლანტიზმის მიმართ.

აშშ-ის პოლიტიკური აზრი ორ მიმართულებად არის გაყოფილი: პირველი იხრება ტრადიციული სახის იზოლაციონიზმისაკენ - ამერიკამ უარი უნდა თქვას რაიმე პრეტენზიებზე მსოფლიო ლიდერობასთან დაკავშირებით. მეორის მიხედვით, აშშ-ის უმთავრეს მტერს ჩინეთი წარმოადგენსდა ამიტომ ევროპელებმა, რომლებსაც რუსეთის ეშინიათ, საკუთარ თავს თვითონ უნდა მიხედონ. ასეთი შეხედულებების მქონე პოლიტიკური წრეები მხოლოდ მემარჯვენე პოპულისტებით არ შემოიფარგლება - მათ შორის ბევრი დემოკრატიც არის, რომლებიც საკუთარ თავს კითხვას უსვამენ, „განა არ დადგა ის დრო, რომ ამერიკამ თავისი ეროვნული ინტერესები შეზღუდოს და მთელ პლანეტაზე არ გაავრცელოს?“ და კამალა ჰარისიც თავს ვერ აარიდებს ასეთ ზეწოლას, თუნდაც არჩევნები მოიგოს და პრეზიდენტი გახდეს.

ევროპელებისათვის გარდაუვალი დასკვნა იმაში გამოიხატება, რომ ადრე თუ გვიან, მათ მაინც მოუწევთ საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა - ეს იქნება ნატოს ჩარჩოებში მძლავრი ევროპული საყრდენი ცენტრის შექმნით თუ, დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, უკვე ალიანსის ნანგრევებზე. ემანუელ მაკრონი ამას სტრატეგიულ ავტონომიას და სუვერენიტეტს უწოდებს. ამ მხრივ ფრანგი ლიდერი მართალია, თუმცა მისი რიტორიკა არახალია - მასში შარლ დე გოლის ხედვები შეინიშნება.

ამ შემთხვევაში ევროპელებისათვის ათვლის წერტილი არის თავდაცვის ხარჯების ნელ-ნელა, მაგრამ უწყვეტი ზრდა. ამას უნდა დაემატოს თავდაცვის მრეწველობის ზრდის სტრატეგია და სამხედრო- პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მტკიცე ერთობლივი მიღება, რომელიც ევროპელებს შორის ვლადიმერ პუტინს მომხრეებს განაიარაღებს და მათ ვეტოს უფლება აღარ ექნებათ. შესაბამისად, აგრესორის მიმართ სანქციების და ემბარგოს დაწესება და მათი შესრულების უზრუნველყოფა ისეთი ძნელი აღარ იქნება, როგორიც ახლაა.

ამ მიმართულებით ევროპამ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა, როცა უკრაინას მხარი დაუჭირა. ზოგჯერ გასაკვირიც კი არის ევროპელების სწრაფი მოქმედება რთულ მომენტებში, მაგრამ ის, თუ როგორ მიმდინარეობს საომარი მოქმედებები უკრაინაში, როცა უკვე მოჩანს ახალი მსოფლიოს ჩამოყალიბების კონტურები „ძლიერის“ უფლებებით, იქ ცივი ომის დასრულების დროინდელი დებულებებით ვეღარ ისარგებლებ.

დონალდ ტრამპის გამარჯვება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დასავლური დემოკრატიის სიმტკიცის წინააღმდეგ მიმართული პირდაპირი მუქარა იქნება. ნატოს მიმართ მისი ნეგატიური დამოკიდებულების ექო ევროპის მიღმა შორს გავრცელდება და კითხვის ნიშნებს დასვამს ისეთის ქვეყნების უსაფრთხოების გარანტიების მიმართ, როგორიცაა იაპონია და სამხრეთ კორეა. ევროპელებს შეიძლება ეპატიოთ მათი მარადიული რწმენა და ლტოლვა უკეთესობის მიმართ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი იმავდროულად უარესისათვის მოემზადებიან.

წყარო: https://www.ft.com/content/0a9c5421-8e01-4280-b06a-2e8071c481ef

 

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის