USD 2.5994
EUR 2.9066
RUB 3.1011
თბილისი
“Financial Times" - „როგორ შეუძლია უკრაინას დასავლური ალიანსის დაშლა“
თარიღი:  653

„დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის დაწყებისას გამოჩნდა, რომ აშშ-სა და ალიანსის უმრავლეს წევრებს დიამეტრალურად განსხვავებული შეხედულებები აქვთ აბსოლუტურად ყველაფერში“, - წერს ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველი გიდეონ რეჩმენი ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით „როგორ შეუძლია უკრაინას დასავლური ალიანსის დაშლა“. ავტორის აზრით, ბლოკები იქმნებიან და იშლებიან, სხვადასხვა მიზეზების გამო, ამიტომ ნატოს დაშლაც შეუძლებელი არ არის.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

რუსეთის მიმართ შიშმა დასავლური ალიანსი, ერთი მხრივ, შეამჭიდროვა, მაგრამ მეორე მხრივ, იმავე რუსეთისადმი შიში ნატოს დაშლით ემუქრება.

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია 1949 წელს შეიქმნა აშშ-ს, კანადისა და ევროპელი მოკავშირეების მიერ მოსკოვის შესაკავებლად. მაგრამ თუ ტრამპის ადმინისტრაცია შეეცდება უკრაინას დამარცხების აღიარება აიძულოს რუსეთთან ომში, მაშინ ამერიკაზე და ევროპაზე იტყვიან, რომ მათ მოსკოვი დააჯილდოვეს. ნატოს რიგებში რუსეთის მიმართ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს და თუ ალიანსელები ვერ მოილაპარაკებენ იმაზე, როგორი მუქარების წინაშე დგანან და როგორ უნდა ებრძოლონ კრემლის განზრახვებს, მაშინ მთელი სამხედრო ბლოკის არსებობა საფრთხეში აღმოჩნდება.

ატალანტიკური ალიანსი ათწლეულების განმავლობაში წარმატებით გაუმკლავდა ბევრ ღრმა უთანხმოებას თავის წევრებს შორის - სუეცის კრიზისიდან (1956 წ.) დაწყებული, ვიეტნამისა და ერაყის ომებით დამთავრებული - იმიტომ, რომ ყოველთვის არსებობდა კონსენსუსი მთავარ საკითხში: საბოლოოდ, აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები მაინც ერთ მხარეს დგანან.

აშშ-სა და ევროპას შორის პარტნიორობა ეფუძნება საერთო ინტერესებს და ფასეულობებს. მთელი ცივი ომის განმავლობაში საერთო ინტერესი გამოხატული იყო საბჭოთა კავშირის შეკავებაში, საერთო ფასეულობა კი - დემოკრატიის დაცვაში. ცივი ომის დასრულების შემდეგაც კი ტერორიზმთან ომი და ევროპის ახალი დემოკრატიული სახელმწიფოებისადმი მფარველობა ნატოს წევრების საერთო მიზნებში შედიოდა.

მაგრამ ახლა საერთო ინტერესები და ფასეულობები ძალას კარგავენ. უკრაინაში საომარი მოქმედებების კატასტროფული დასრულება ნატოს წევრთა ტრადიციულ დარაზმულობას საბოლოოდ ძირს გამოუთხრის და დაანგრევს.

გასულ კვირას აშშ-მა და ევროპამ უკრაინის შესახებ სხვადასხვა სამშვიდობო გეგმები წამოაყენა, ამასთან, ევროპელები ნეგატიურად არიან განწყობილნი დონალდ ტრამპის გეგმის საკვანძო ელემენტების მიმართ, უპირველესად კი - ყირიმის ნახევარკუნძულის იურიდიულად მიერთებას რუსეთისადმი.

დონალდ ტრამპს, როგორც ჩანს, ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძარში ვოლოდიმირ ზელენსკისთან მართლაც მეგობრული საუბარი ჰქონდა. შედეგი თითქოსდა ნიშანდობლივია - აშშ-ის პრეზიდენტმა თავისი რუსი კოლეგა საკმაოდ მკაცრად გააკრიტიკა, რაც დონალდ ტრამპისათვის იშვიათობას წარმოადგენს. მაგრამ რადგანაც პარალელურად ამერიკას უკან არ გაუწვევია თავისი სამშვიდობო გეგმის არცერთი ელემენტი, რომლებსაც უკრაინელები და ევროპელები სრულიად მიუღებლად თვლიან, კრემლის მიმართ ტრამპის კრიტიკა შეიძლება უვნებლად ჩაითვალოს. 

ამერიკისა და ევროპის შეხედულებათა უთანხმოებას საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ახალი ომის საფრთხის წყაროების თაობაზე სხვადასხვა საფუძველი აქვს. ევროპელები თვლიან, რომ რუსეთის წაქეზებით უკრაინაში დანარჩენ ევროპაზე თავდასხმის რისკი იზრდება, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან დაწყებული.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთ-უკრაინის ომს სხვაგვარად უყურებს. თეთრი სახლი შიშობს, რომ დროთა განმავლობაში, თუ ომი არ შეწყდება, საბოლოო ჯამში ამერიკა მასში ჩათრეული აღმოჩნდება, ანუ რუსეთთან პირდაპირი შეჯახება მოხდება. თვითონ დონალდ ტრამპსაც არაერთხელ უთქვამს, რომ არსებობს მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფრთხე. კაცმა რომ თქვას, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაც შეშფოთებული იყო რუსეთთან დაძაბულობის ზრდით, თუმცა დონალდ ტრამპისაგან განსხვავებით, დემოკრატები იზიარებდნენ ევროპელთა უნდობლობას ვლადიმერ პუტინის მიმართ და ამიტომ მხარს უჭერდნენ ანტირუსული ზომების მიღებას.

ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების მიმართ ამჟამინდელი წარმოდგენების განსხვავება უკრაინის საკითხის ჩარჩოებს სცილდება. აშშ-ის მოკავშირეები აღიარებენ, რომ დონალდ ტრამპი ნატოს ორ წევრს ემუქრება - დანიას, რომელსაც გრენლანდიის წართმევას უპირებს და კანადას, რომელსაც დონალდ ტრამპი აშშ-ის 51-ე შტატად გადაქცევას უპირებს. მართალია, ვაშინგტონი ოტავას სამხედრო მოქმედებების დაწყებით არ აშინებს, მაგრამ ტრამპი აშკარად ცდილობს თავისი ჩრდილოელი მეზობლის სუვერენიტეტის  ხელყოფას.

და თუ ამ ყველაფერს დავამატებთ დონალდ ტრამპის ავტორიტარული ინსტინქტებს, მის მუქარებს ნატოელი მოკავშირეებისადმი და მის აშკარა სიმპათიებს ვლადიმერ პუტინის მიმართ, მაშინ რთული იქნება იმის მტკიცება, რომ ნატო ისევ საერთო ინტერესებზე და ფასეულობებზე დაფუძნებულ ალიანსს წარმოადგენს.

მართლაცდა, ფასეულობებს შორის კონფლიქტი ყველასათვის ნათელია. მიუხედავად იმისა, რომ აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები ჯერ ისევ აცხადებენ, დემოკრატიას ერთად ვიცავთო, იმავდროულად თვლიან (ან მიანიშნებენ), რომ ატლანტიკის სხვა ნაპირზე არსებულ დემოკრატიას საფრთხე ემუქრება (ანუ ევროპელები გულისხმობენ ამერიკას, ამერიკელები კი ევროპას).

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიმს ვენსმა თავისი ცნობილი გამოსვლის დროს მიუნჰენის უსართხოების კონფერენციაზე ევროპელები სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასა და საკუთარი ხალხისადმი შიშში დაადანაშაულა. ვიცე-პრეზიდენტის ბრალდებებს ევროპის ქვეყნების უმეტესობა მდუმარე და ცივი გაბრაზებით შეხვდა. ევროპელები, თავის მხრივ, ყურადღებით „არეგისტრირებენ“ დონალდ ტრამპის ნეგატიურ პოზიციებს და კრიტიკულ თავდასხმებს აშშ-ის სასამართლო სისტემაზე, მასმედიაზე და უნივერსიტეტების ავტონომიურ უფლებებზე. 

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია და მისი ევროპელი მოკავშირეები ამჟამად დასავლური ფასეულობების ორ ერთმანეთის საწინააღმდეგო კონცეფციებს ქადაგებენ: ტრამპ-ვენსის კონცეფცია წარმოადგენს ეთნონაციონალისტურს, კონსერვატიულს კულტურის მხრივ და ანტილიბერალურს. ევროპული კონცეფცია კი ინტერნაციონალურია, ემყარება კანონის უზენაესობის პრინციპს და ლიბერალურ ინსტიტუტებს.

განხეთქილება ღრმავდება იმდენად, რამდენადაც ორივე მხარე თვლის, რომ მიმდინარეობს უსერიოზულესი ბრძოლა პოლიტიკური გადარჩენისათვის და მზერას აპყრობენ ატლანტიკის ორივე ნაპირზე მყოფ თანამოაზრეებს: ტრამპის ადმინისტრაციას სურს ითანამშრომლოს ევროპელ ნაციონალ-პოპულისტებთან - ანუ ისეთებთან, როგორებიცაა უნგრელი ვიქტორ ორბანი, სლოვაკი რობერტ ფიცო და ბრიტანელი ნაიჯელ ფარაჯი. წამყვანი ევროპული ქვეყნები თავის დროზე იმედოვნებდნენ, რომ აშშ-ის არჩევნებში დემოკრატი კამალა ჰარისი გაიმარჯვებდა და პრეზიდენტი გახდებოდა, ახლა კი ისინი სასოწარკვეთილები არიან და შუალედურ არჩევნებამდე დღეებს ითვლიან - იმედი აქვთ, რომ კონგრესში დემოკრატების რიცხვი გაიზრდება.

ტრანსატლანტიკური ალიანსი ადრე აშშ-ის ორივე პარტიის ვალდებულებებით იყო განმტკიცებული და ნატო იოლად იტანდა აშშ-ში მთავრობების ცვლას. ახლა კი ნატოს აქტიური მოქმედება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ატალანტიკის ორივე მხარეზე ხელისუფლებაში ან მხოლოდ ლიბერალები იქნებიან, ან მხოლოდ ანტილიბერალები.

მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ეჭვების საფუძველი მაინც რჩება. გარდა საერთო ინტერესებისა და ფასეულობებისა, დასავლური ალიანსი წევრთა ურთიერთნდობაზეც არის დამოკიდებული. ყველა მხარემ უნდა იცოდეს, რომ ნდობა შენარჩუნდება იმის მოიხედავად, თუ რა მოხდება სამომავლო არჩევნებზე და ვინ იქნება ხელისუფლებაში. მაგრამ ევროპელები და კანადელები ახლა უკვე აცნობიერებენ იმას, რომ ამერიკელებს ტრამპი და ტრამპისნაირების არჩევა ორჯერ სეუზლიათ. მათ უკვე არარ არიან განწყობილნი ისე, რომ აშშ-ის ერთგულება თავისთავადად, მუდმივ მოვლენად ჩათვალონ.

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის