USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
ინალ არძინბა - ყარაბაღის აზერბაიჯანის ნაწილად აღიარება ტრაგედიაა
თარიღი:  567

ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრმა“, ინალ არძინბამ შეშფოთება გამოხატა სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადების გამო, სადაც მან სომხეთის მზადყოფნა გამოხატა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიაროს.

მისი თქმით, ბევრმა სომხეთში ასეთი განცხადება ნეგატიურად მიიღო. „ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ვერც წარმოვიდგენდით, რომ სომხეთის პრემიერმინისტრი ასეთ განცხადებას გააკეთებდა. ჯერ კიდევ 1992 წელს სომხეთის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია იმ სახელმწიფოთაშორისი დოკუმენტის, ან შიდა ნორმატიულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება, სადაც მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიადაა აღიარებული. ფაშინიანის განცხადება ამ დადგენილებას ეწინააღმდეგება, რაც უპრეცედენტო მოვლენაა“.

არძინბამ გეოპოლიტიკურ დინამიკას და ფაშინიანის განცხადების შესაძლო შედეგებსაც გაუსვა ხაზი. მისი თქმით, „ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან ხისტ გეოპოლიტიკის ეპოქაში. ის, რაც მოხდა მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით, გეოპოლიტიკური კონსენსუსის შედეგია… იმ დროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, შედეგები შეიძლება ტრაგიკული იყოს. ის, რაც მთიან ყარაბაღს შეემთხვა, ტრაგედიაა, თუ გავიხსენებთ რამდენი ადამიანი დაიღუპა და რა შედეგები გამოიწვია ამან“.

პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 22 მაისს განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა აღიაროს მთიანი ყარაბაღის ჩათვლით, მას შემდეგ, რაც მიიღებს უსაფრთხოებისა და მისი ხალხის უფლებების დაცვის გარანტიებს. ამ განცხადებამ სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.

 

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის