USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
იმერეთის სამხარეო პოლიციის გამომძიებელი ზურაბ ხმელიძე - "სოლიდარობას ვუცხადებ ვარლამ გოლეთიანს და ვტოვებ პოლიციის რიგებს"
Date:  885

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ვანის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ზურაბ ხმელიძე სამსახურიდან მიდის. როგორც მან ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, რიონის ხეობაში განვითარებული მოვლენების გამო სამსახურიდან მიდის.

 „ჩემი სახელია ზურაბ ხმელიძე, ვმუშაობ ვანის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. სისტემაში ვარ 9 წელია. მინდა გავაკეთო განცხადება სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით. აღნიშნულ ფაქტამდე მიმიყვანა იმ გარემოებამ, რაც ხდება ნამოხვანში.

მონაწილეობას ვიღებდი ხეობის ორად გაყოფაში და ამ ადამიანებს, ვინც ცხოვრობდნენ რეალურად იქით, აქვთ სახლები და ჰყავთ შვილები, ვუზღუდავდით თავისუფლად გადაადგილების ნებას. ძალიან მოქმედებს ადამიანის თავმოყვარეობაზე, სინდისზეც, ნამუსზეც, როდესაც უბრალოდ მოქალაქეს აქვს თავისი ბრძოლა ქვეყნისთვის და შენ, ფორმიანი ადამიანი, რომელსაც პირველ რიგში გევალება საკუთარი მოქალაქეების და მიწის დაცვა, განზე ხარ გამდგარი და პირიქით, ხელს უშლი მათ.

უპირველესი დავალება არის ის, რომ მომიტინგეები არანაირად არ უნდა მოხვდნენ ზღურბლს იქით. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, წყვეტს იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სულხან თამაზაშვილი და მისი მითითებებით ხდება. იერარქიულად, მას მითითებას მინისტრი აძლევს“, – ამბობს ზურაბ ხმელიძე.

მისივე თქმით, მასსავით ძალიან ბევრი პოლიციელი ფიქრობს:

„ბიჭები არიან ძალიან ცუდ მდგომარეობაში, რაც აისახება შემდეგში: ერთი დღე სამსახურში არიან, მეორე დღე ნამოხვანში, მერე ისევ სამსახურში. ყველა არის ზღვარზე, ძალიან ბევრს უნდა სისტემიდან წამოსვლა, მაგრამ ვერ ბედავენ, ბევრის უკან ოჯახია.

ზურაბ ხმელიძის თქმით, ხელისუფლების გადაწყვეტილებების გამო პოლიცია ღირსება აყრილია.

„სამსახურეობრივად რაც კი მაბარია, ჟეტონი, იარაღი თუ სისხლის სამართლის საქმეები, ყველაფერი არის ჩემს სეიფში. რაც შეეხება პოლიციის მოწმობას, აღნიშნულს გავგზავნი ფოსტის მეშვეობით. გუშინ იყო პოლიციის დღე, გამოსული იყვნენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, მინისტრიდან დაწყებული, პრემიერ-მინისტრითა და საქართველოს პრეზიდენტით დამთავრებული. თითოეული მათგანი ხაზს უსვამდა ჩვენი, პოლიციელების ღირსებას, არადა თავად ამ ადამიანებმა გახადეს პოლიცია ღირსება აყრილი და სულში ჩაფურთხებული, ამ ადამიანებმა თავიანთი მოქმედებებით პოლიცია შეაზარეს ხალხს“, – ამბობს ზურაბ ხმელიძე „მთავარ არხთან“.

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way