ტელეკომპანია “იმედის“ დაკვეთით, კომპანია "გორბის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით მიხედვით, თბილისში, საკრებულოს არჩევნებში პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 76.3% მიიღო, „ძლიერი საქართველო-ლელომ“ – 7.1%, „გირჩმა“ 6.8%, „კონსერვატორები საქართველოსთვის“ 3.3%, ხოლო სხვა პარტიები - 6.5%.
რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატებს, ეგზიტპოლების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, კახა კალაძემ ხმების 77.4% მიიღო, „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ ხმების 8.8% მიიღო, იაგო ხვიჩიამ 6.7%, ხოლო ზურაბ მახარაძემ 3,2%.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.