USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
იმ ქუჩების ჩამონათვალი, სადაც დღეს წყლის მიწოდება შეწყდება
თარიღი:  932

თბილისის ზოგიერთ რაიონს წყალი არ მიეწოდება. განცხადებას GWP ავრცელებს.

ნაძალადევის რაიონში, ხუდადოვის ქ. N 76 ში, მოქალაქის კუთვნილ  წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 03:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდა: ხუდადოვის ქ. N54-82 (ლუწებს).

 

გლდანის რაიონში, შოთა მიქატაძის ქ. N 15 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 21:15-დან 09:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება: სოფ. გლდანს (სრულად) და შოთა მიქატაძის ქ.

სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირი N 14 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 09:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება: მოსკოვის გამზირი N14.

საბურთალოს რაიონში, გაბრიელ ისაკაძის ქ. N 7 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 15/01 18:00-დან 16/01 02:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება: ისაკაძის N5-15 (კენტები) და N12-22 (ლუწები), იმედაშვილის, გაგარინის N 4 –18(ლუწები). ჩერქეზიშვილის, არდაზიანის,სახოკიას, მგალობლიშვილის, ზემო ვეძისის ქუჩები.

ნაძალადევის რაიონში, კოდალოს ქ. N 10 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით  22:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება: კოდალოს ქუჩას (სრულად).

ისანის რაიონში, მახათას ქ. N 17 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 15:45-დან 22:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება: მარტყოფის, მთავარანგელოზის, მახათის, დმანისის, ნასაკირალის, ობსერვატორიის, სევანის, ალადაშვილის, ფაბრიციუსის - იგივე კონსტანტინე ერისთავის, იუსტინე აბულაძის (ყოფილი ჩუბინიძის) და ბზიფის ქუჩებს.

ვაკის რაიონში, წყნეთი, 9 აპრილის ქ. N 21 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 15:30-დან 22:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება: 9 აპრილის და ევროპის ქუჩებს.

საბურთალოს რაიონში, სულხან ცინცაძის ქ. N 36 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით  20:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება: სულხან ცინცაძის N34,36,38,40.

კრწანისის რაიონში, რუსთავის გზატკ. N 133 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 13:00-დან 22:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება: რუსთავის გზატკეცილის N 1-დან N 267-მდე(კენტები).

ნაძალადევის რაიონში, დავით გურამიშვილის გამზ. და ანაპის ქუჩების კვეთაზე, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 12:15-დან 20:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება:
დავით გურამიშვილის გამზ. N25,26,27.

ისანის რაიონში, ვაზისუბნის დას. N 1 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 11:45-დან 22:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება: ვარკეთილის მე-4 მკ-ს მე-2 რიგს, ხომლელის N2 და N 11, წულუკიძის ქუჩას და 1 და 2 შესახვევს, წულუკიძის მე-4 შესახვევის N8-და N10, წულუკიძის მე-3 შეს. N1,2,3,4,5, ზანდუკელის (სერგო ჯიქიას) ქუჩა N22- 34(ლუწები), 21- 51(კენტები), ჯავახეთის ქუჩის N66, 120,152დ, ჯავახეთის ქუჩის 1, 2 და 3 შესახვევს, მე-8 ლეგიონის დასახლებს, აეროდრომის დასახლების მე-4 ქუჩას, სამგორის დასახლებას, ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მკ რაიონს, კახეთის გატ. 10, 17-23(კენტები), 34, 36 და 38 , ონაშვილის, შუამთის 10, ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩას, ზაქარია მხარგრძელის, 17 შინდისელის ქუჩას. დაამატეთ აეროდრომის დასახლების მე-8 და მე-10 ქუჩა. წყალმომარაგების აღდგენის დრომ გადაიწია 16/01 03:00-მდე.

სამგორის რაიონში, წმ. ბარაბარეს უბანი, გოგუაძის ქუჩის N 3 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 12:40-დან 21:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:საფერავის, ჩხავერის, ნაკადულის, ბაბუციძის ქუჩებს და წმ. ბარბარეს უბანს. წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 16/01 08:00-მდე.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის