USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
Tbilisi
ილონ მასკმა Twitter-ის ახალი ლოგო წარადგინა
Date:  794

Twitter-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა სოციალური ქსელის ახალი ლოგო წარადგინა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ახალი ლოგო შავ ფონზე თეთრ X-ს წარმოადგენს და ცნობილ ლურჯ ჩიტს ჩაანაცვლებს. ამასთან, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ამიერიდან „ტვიტების“ ნაცვლად „x“-ებს დაუძახებენ.

როგორც BBC წერს, მილიარდერ მასკს „სუპერ აპლიკაციის“ შექმნა სურს, რაზეც უკვე თვეების განმავლობაში საუბრობს.

 

World
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way