USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Tbilisi
ილონ მასკმა Starlink-ით უკვე გაგვაოცა, ახლა Neuralink-ის ტვინის იმპლანტის ჯერია
Date:  1787

გასული წლის ივლისში, პირველად გავიგეთ ილონ მასკის კომპანია Neuralink-ის შესახებ, რომელიც ნეირონული ინტერფეისის შექმნაზე მუშაობს და მას, გამოჩენის დროისათვის, გარკვეული შედეგებისთვის უკვე ჰქონდა მიღწეული. ნეირონული ინტერფეისი ტვინისა და კომპიუტერული მოწყობილობების დამაკავშირებელი ერთგვარ ჩიპს წარმოადგენს, ერთგვარ ტვინის იმპლანტს, რომელიც ტვინის ელექტრონული აქტივობის ჩაწერისა და შემდეგ, ინტერპრეტირების გზით, შესაძლებელს ხდის გონებით/ფიქრით ვმართოთ ესა თუ ის მოწყობილობა.

 რამდენიმე დღის წინ, ილონ მასკმა დატვიტა, რომ „ნევრალინკი“ მოწყობილობის ახალ ვერსიაზე მუშაობს და ეს გაცილებით გასაოცარია, ვიდრე მისი წინამორბედი. ილონ მასკის ტვიტიდანვე ცნობილი გახდა ისიც, რომ მოწყობილობის ადამიანზე გამოცდას კომპანია 2020 წლისთვის გეგმავს. (“Neuralink may have this in a human as soon as this year.“)

აღსანიშნავია, რომ ივლისში კომპანიის გეგმების შესახებ ის ვიცოდით, რომ ადამიანის ტვინზე იმპანტის (ჩიპის) განთავსებისთვის, ისინი ნაკლებინვაზიური მეთოდის გამოყენებას აპირებდნენ. ანუ, ოპერაციული ჩარევის ნაცვლად, რაც სხვა ტვინის იმპლანტების შემთხვევაში აქამდე გვინახავს, „ნევრალინკი“ ლაზერის გამოყენებით, ყურის ძირში ადამიანის თავის ქალის გახვრეტას და თმის ღერებზე წვრილი სადენებით, კანის ზედაპირზე (ყურთან) დამაგრებული მოწყობილობის ტვინთან დაკავშირებას აპირებდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წლის ნოემბერში, მასკი ამბობდა, რომ Neuralink-ს შეუძლია აუტიზმსა და შიზოფრენიას „გაუმკლავდეს“, რადგან ტვინის მინელებული უბნების გააქტიურებას შეძლებს.

ჯერჯერობით, არ გვინახავს „ნევრალინკის“ მოწყობილობის ახალი სახე. თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, 2019 წლის ივლისისთვის ეს იყო ყურის ძირში, ადამიანის კანის ზემოდან განთავსებული პატარა მოწყობილობა/ჩიპი, რომელიც ტვინს თმის ღერზე წვრილი სადენებით უკავშირდება. უცნობია, ზუსტად რას გულისხმობს მასკი მოწყობილობის განახლებულ სახეში.

„არ მინდა ძალიან ავღელდეთ, თუმცა [ნევრალინკის] პოტენციალი ნამდვილად ტრანსფორმაციულია, როგორც ტვინის, ასევე მოტორული ფუნქციებისთის“, – დაწერა მასკმა რამდენიმე დღის წინ.

 

წყარო: Marketer.ge

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way