USD 2.6350
EUR 3.0026
RUB 3.4026
თბილისი
ილონ მასკი 10 მილიარდი ჰუმანოიდ რობოტი Tesla Optimus-ის გაყიდვას გეგმავს
თარიღი:  1275

2040 წლისთვის მსოფლიოში სულ მცირე 10 მილიარდი ჰუმანოიდი რობოტი იქნება, რომელთა ღირებულება 20,000-დან 25,000 დოლარამდე იქნება, განაცხადა ილონ მასკმა მომავლის საინვესტიციო ინიციატივის მე-8 კონფერენციაზე, რომელიც სამშაბათს დაიწყო საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში.

ილონ მასკი მორიგი დიდი პროგნოზით გამოდის — მილიარდერს სურს, რომ 2040 წლისთვის Tesla-მ 10 მილიარდი ჰუმანოიდი რობოტი გაყიდოს. თუ დავუშვებთ, რომ Tesla Optimus-ის გასაყიდი ფასი $20,000-$25,000-ის შუალედში იქნება, გამოდის, რომ ჰუმანოიდი რობოტების გაყიდვით ამერიკული კომპანია სულ მცირე $20 ტრილიონის შემოსავლის მიღებას პროგნოზირებს.

ილონ მასკის შეფასებით, რობოტების მიმართ მოთხოვნა მუდმივად გაიზრდება, რადგან პლანეტის მოსახლეობა იკლებს, ხოლო დროსთან ერთად, ადამიანები ხელოვნური ინტელექტის ათვისებაზე და მარსის კოლონიზაციაზე დაფიქრდებიან.

შეგახსენებთ, რომ ჰუმანოიდ რობოტებზე Tesla-ში მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყეს და მას შემდეგ რამდენიმე პროტოტიპი წარმოადგინეს. Tesla Optimus-ის ბოლო ვერსია, რომელიც ცოტა ხნის წინ, Tesla-ს ბოლო ღონისძიებაზე ვნახეთ, ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული რობოტია, რომელიც ბაზარზე დღეს არსებობს.

 

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის