აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელი, ილონ მასკი აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მოლაპარაკებების ჩაშლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ზელენსკიმ აირჩია არა მშვიდობა უკრაინაში, არამედ ადამიანების სიცოცხლის დაკარგვა და ეს არაადამიანურია.
„ორ წელზე მეტი ხნის წინ ვთქვი, რომ უკრაინამ უნდა ეძიოს მშვიდობა, ან განიცადოს ადამიანების სიცოცხლის მძიმე დანაკარგი, ყოველგვარი სარგებლის გარეშე.ზელენსკის არჩევანი ეს უკანასკნელი იყო. ახლა მას სურს ამის გაკეთება ისევ. ეს არის სასტიკი და არაადამიანური“, - წერს მასკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.