USD 2.6998
EUR 3.1032
RUB 3.3315
თბილისი
ილია სულამანიძემ ბაქოს „გრანდ სლემზე“ ოქროს მედალი მოიპოვა
თარიღი:  904

აზერბაიჯანში ბაქოს „გრანდ სლემზე“ მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა ილია სულამანიძემ (100 კგ) ზედიზედ მეორე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში პოლონელი პიოტრ კუჩერა იპონით დაამარცხა.

ფინალურ შეხვედრამდე ილია სულამანიძემ თურქმენ, რუმინელ და ყაზახ სპორტსმენებს სძლია, ნახევარფინალში კი ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე ძიუდოისტს მოუგო.
ბაქოს „გრანდ სლემზე“ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ოქროსა და ბრინჯაოს მედლების მოპოვება შეძლო. ბრინჯაოს მედალი ერგო ეთერ ლიპარტელიანს (57კგ), რომელმაც სერბი მარიცა პერიშიჩი დაამარცხა.

ილია სულამანიძე ბაქოს „გრანდ სლემის" ჩემპიონი 2023 წელსაც გახდა, გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) კი ტურნირი ვერცხლის მედლებით დაასრულეს.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის