USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
ილია დარჩიაშვილი - ვიქტორ ორბანის ვიზიტი არის ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით უნგრეთის ძლიერი მხარდაჭერის გზავნილი
თარიღი:  550

ვიქტორ ორბანის ვიზიტი არის გზავნილი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით უნგრეთის ძლიერი მხარდაჭერის, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრების ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

დარჩიაშვილის განმარტებით, ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია ის ორმხრივი თანამშრომლობა, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აქვს, მაგრამ ასევე საჭიროა ქვეყნების ინდივიდუალურად მობილიზება, რადგან, საბოლოო ჯამში, თითოეული ქვეყნის ინდივიდუალური ხმა იქნება გადამწყვეტი კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში.

“მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, დღეს საქართველოში ვუმასპინძლოთ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, რომელიც საქართველოში ჩამობრძანდა მთავრობის შემადგენლობით. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ის ძალიან მჭიდრო და სტრატეგიული თანამშრომლობის ახალი ფაზა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ და რომელსაც იმპულსი მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტმა უნგრეთში, გრძელდება. ერთი მხრივ, ეს ვიზიტი არის ძალიან ძლიერი გზავნილი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით უნგრეთის ძლიერის მხარდაჭერის და მეორე მხრივ, მთავრობათაშორისი შეხვედრა, რომელიც მინისტრების მონაწილეობით გაიმართება, გააძლიერებს ორ კოლეგა უწყებას შორის თანამშრომლობას და ახალ იმპულსს მოიტანს სამთავრობო თანამშრომლობის მიმართულებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უნგრეთის მხარდაჭერა, როდესაც საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. უნგრეთი ყოველთვის იყო, არის და აუცილებლად იქნება ჩვენი მხარდამჭერი ამ მიმართულებით. ერთია, რომ ჩვენ ორმხრივ ფორმატში ვმუშაობთ ძალიან აქტიურად ევროკავშირთან, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას და მობილიზებას ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების იმ მიმართულებით, რომ, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება არის ინდივიდუალურად კონკრეტული ქვეყნის ერთი ხმა და ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორმხრივ ფორმატებში შესაბამისი წევრი ქვეყნების მობილიზება. ამ მიმართულებით უნგრეთი არის ძალიან კარგი მაგალითი, კარგი გზავნილი, დღეს რომ საქართველოში ჩამობრძანდა პრემიერ-მინისტრი თავისი სამთავრობო დელეგაციით და დარწმუნებული ვარ, ეს ახალ მნიშვნელოვან იმპულსს მოიტანს ევროინტეგრაციის მიმართულებით. ასევე, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მთავრობათაშორისი კომისია, რომელიც გაიმართება, აქცენტებს გააკეთებს იმ პრიორიტეტულ საკითხებზე, რომლებიც ჩვენ გვაქვს ორმხრივ ფორმატში და ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ შეხვედრების პარალელურად, შედგება მემორანდუმები ორ კოლეგა სამინისტროს შორის, რომელიც გააძლიერებს და გააღრმავებს შესაბამისი სამინისტროების თანამშრომლობას“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის