USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
ილჰამ ალიევი: ფაშინიანთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს
თარიღი:  671

მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით კომპრომისისთვის სულ უფრო მცირე შანსი რჩება, რადგანაც დაკარგულ ტერიტორიებს აზერბაიჯანი ძალისმიერი გზით იბრუნებს, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა BBC-ის რუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკოლ ფაშინიანის პრემიერობის პირობებში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების შანსი პრაქტიკულად არ არსებობს. მანამდე ალიევმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქ შუშაზე კონტროლი აზერბაიჯანის არმიამ უკვე დაამყარა, რასაც თავის მხრივ, სომხური მხარე არ ადასტურებს.

8 ნოემბერს დღის განმავლობაში და 9 ნოემბრის ღამით სომხეთის შეიარაღებული ძალები აზერბაიჯანის არმიის პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ თავდასხმებს ახორციელებდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„საბრძოლო მოქმედებები აღდერეს, აღდამის, ხოჯავენდისა და გუბადლის მიმართულებებით მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარეობდა. მტერმა ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის მძიმე დანაკარგი განიცადა,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში სომხეთის არმიის „ბევრი ჯარისკაცი, ერთი T-72 ტიპის ტანკი, ერთი D-30 ტიპის ქვემეხი, ერთი ნაღმტყორცნი და ტყვია-წამლით დატვირთული ერთი სატვირთო“ გაანადგურეს.

„ოპერატიულ ვითარებას ჩვენი ჯარი აკონტროლებს,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

შუშა ყარაბაღის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქია, რომელიც თვითაღიარებული რესპუბლიკის დედაქალაქიდან, სტეპანაკერტიდან 11 კილომეტრში მდებარეობს.

 

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის