USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
ილჰამ ალიევი - უსაფუძვლო ბრალდებები ჩვენს წინააღმდეგ პასუხგაუცემელი არ დარჩება
თარიღი:  1081
გუშინ, 4 ოქტომბერს, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა დადგენილებას სამრეწველო პარკის „არაქსის ხეობის ეკონომიკური ზონა“ შექმნის შესახებ. ახალი ზონა მოიცავს ჯაბრაილის რაიონის ტერიტორიას. აღნიშნული რაიონი 1993 წლიდან 2020 წლამდე კონტროლდებოდა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მიერ. 2020 წლის ომის შედეგად, აზერბაიჯანმა სრული კონტროლი დაიბრუნა რაიონზე.
 
ჯაბრაილის რაიონს სამხრეთით ესაზღვრება ირანის ისლამური რესპუბლიკა. დადგენილებაში ნათქვამია, რომ ტერიტორიას აქვს უპირატესად სწორი რელიეფი, რაც ქმნის ხელსაყრელ პირობებს ინდუსტრიული პარკის შექმნისათვის. შეიქმნება აგრეთვე სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ეკონომიკური რაიონის სამხრეთით, ხუდაფერინის ხიდების მიმართულებით, რაც ასევე უზრუნველყოფს ეკონომიკური პარკის ეფექტიანობას. შეგახსენებთ, ხუდაფერინის ხიდები კვეთენ მდინარე არაქსს, რომლის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს ირანი, ხოლო მარცხენა ნაპირზე - მდებარეობს აზერბაიჯანის ჯაბრაილის რაიონი.
სურათზე სამრეწველო პარკის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიალი ჯაბრაილის რაიონში ილჰამ ალიევის მონაწილეობით. აქვე მან უპასუხა ირანს:
 
„ჩვენ კეთილი ზრახვები გვამოძრავებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მივიღებთ უსაფუძვლო ბრალდებებს ჩვენს წინააღმდეგ. მე ვეუბნები ამას აქ - ჯაბრაილში, აქ, - არაქსის სანაპიროსთან, აზერბაიჯანელ ხალხს და მთელს მსოფლიოს: უსაფუძვლო ბრალდებები ჩვენს წინააღმდეგ პასუხგაუცემელი არ დარჩება“.
მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის