USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
ილჰამ ალიევი - სომხეთის ქმედებებს აზერბაიჯანი უპასუხოდ არ დატოვებს
Date:  801

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ყარაბაღში განვითარებული მოვლენების დროს მშვიდობიან მოსახლეობასა და სამხედროთა შორის მსხვერპლის შესახებ იუწყება.

„დღეს დილით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების დაცხრილვა შეხების ხაზის სხვადასხვა მიმართულებაზე. ამასთან, ცეცხლი გახსნეს სხვადასხვა სახის შეიარაღებიდან, მათ შორის მსხვილკალიბრიანი იარაღიდან. ეს არის სომხეთის მორიგი სამხედრო პროვოკაცია. სომეხი სამხედროების მხრიდან დაცხრილვის შედეგად, არის დანაკარგი აზერბაიჯანელ სამხედროთა და სამოქალაქო მოსახლეობას შორის. აზერბაიჯანი სომხეთის ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებს. ამ დროისთვის მოწინააღმდეგის პოზიციებზე ხდება დარტყმები, განადგურებულია სამხედრო ტექნიკა“, - განაცხადა მიმართვისას ალიევმა.

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way