USD 2.7321
EUR 3.1162
RUB 3.4675
Tbilisi
TikTok-მა აშშ-ში მუშაობა განაახლა
Date:  300

სოციალურმა პლატფორმა TikTok-მა შეერთებულ შტატებში მომსახურების აღდგენა დაიწყო მას შემდეგ, რაც არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გამოსცემდა ბრძანებას, რომელიც აპლიკაციის აკრძალვის შესახებ კანონის აღსრულებას გადაავადებდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

“ორშაბათს გამოვცემ აღმასრულებელ ბრძანებას კანონით გათვალისწინებული აკრძალვის ძალაში შესვლის ვადის გახანგრძლივების შესახებ, რათა შევძლოთ გარიგება ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად“, - დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.

TikTok-მა, მუშაობის განახლების შემდეგ, განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ძალისხმევის შედეგად, TikTok-ი აშშ-ში დაბრუნდა. კომპანიამ ტრამპს მადლობა გადაუხადა და პირობა დადო, რომ იმუშავებს მასთან გრძელვადიან გადაწყვეტაზე, რომელიც შეერთებულ შტატებში TikTok-ის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

შეერთებულ შტატებში გუშინ სოციალური პლატფორმა TikTok-ი გაითიშა. კომპანიამ განმარტა, რომ ამოქმედდა კანონი, რომელიც TikTok-ს კრძალავს.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა აპრილში ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც TikTok-ის მფლობელ ჩინურ კომპანია ByteDance-ს პლატფორმა არაჩინური კომპანიისთვის უნდა მიეყიდა, ან აპლიკაცია აშშ-ში 2025 წლის დასაწყისიდან უნდა აკრძალულიყო. გადაწყვეტილების მიზეზი იყო ამერიკელი კანონმდებლების შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ByteDance-ი ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდა. კერძოდ, კონგრესმენები შიშობდნენ, რომ ByteDance-ს მომხმარებლის მონაცემები, შესაძლოა, ჩინეთის მთავრობისთვის გაეზიარებინა.

tbilisi
სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება
გლდანის რაიონის გამგეობა სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
 
ღნიშნულ მისამართზე არსებული ძველი კედელი ფრაგმენტულად ჩამოიშალა, რამაც სავალი ნაწილის დაზიანებაც გამოიწვია. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, განხორციელდა დაზიანებული გრუნტის დამჭერი კედლის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებარე კედლის სიგრძე 15 მეტრია, სამუშაოებისთვის კი გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 68 000 ლარი დაიხარჯება.
 
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way