USD 2.7215
EUR 3.2155
RUB 3.4658
თბილისი
იესო ნავეს ძე: ბიბლიური ქანაანის დაპყრობა
თარიღი:  614
იესო ნავეს ძე (იეხოშუა ბინ ნუნი) ებრაელთა ბიბლიურ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სამხედრო მეთაური იყო, რომელმაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ, ქანაანის დაპყრობაში. მისი მოღვაწეობა ძველი აღთქმის მეექვსე წიგნში „იესო ნავეს ძეშია" აღწერილი.
 
იესო ნავეს ძე წარმოშობით იყო ებრაელი ეფრემის ტომიდან. თავდაპირველად ოსია ერქვა, მაგრამ როდესაც მოსემ სხვა თერთმეტი ტომის წარმომადგენელთან ერთად ისიც ქანაანის დასაზვერად გაგზავნა სახელი შეუცვალა და იესო (იეხოშუა) უწოდა.  
როდესაც ეგვიპტიდან გამოსულმა ებრაელებმა უდაბნოში შედგეს ფეხი, მაშინვე საფრთხე დაემუქრათ იქ მცხოვრები მომთაბარე და ნახევრადმომთაბარე ტომებისგან. ამალეკები მოსეს წინამძღოლობით ეგვიპტიდან გამოსული ებრაელების პირველი მტრები აღმოჩნდნენ. მოსე იძულებული გახდა ამალეკებს შებრძოლებოდა და მათგან მომდინარე საფრთხე აღეკვეთა. მთავარი ბრძოლა რეფიდიმთან მოხდა. ორი არმია ერთმანეთის პირისპირ განლაგდა. მოსემ ჯარის სათავეში ჩააყენა ახალგაზრდა, მაგრამ სამხედრო საქმის კარგი მცოდნე სარდალი, იესო ნავეს ძე. თავად მოსე კლდეზე იდგა და აარონთან და ხურისთან ერთად ბრძოლის მსველობას თვალს ადევნებდა.  ბრძოლაში ებრაელებს მხოლოდ ქვეითი მეომრები ჰყავდათ, თუმცა საკმაოდ კარგად იყვნენ შეიარაღებულები შუბებითა და ფარებით და სავარაუდოდ, ეგვიპტელთაგან გადმოღებული სამხედრო წესებითა და წყობით იბრძოდნენ, ხოლო ამალეკებს, რომლებიც მომთაბარე ხალხები იყვნენ ჰყავდათ არამარტო ქვეითი მებრძოლები, არამედ აქლემებსა და ცხენებზე ამხედრებული მშვილდოსნები და შუბოსნებიც ჰყავდათ.
 
    იესო ნავეს ძე ებრძვის ამალეკებს (ნიკოლა პუსენის ნახატი, XVII ს.)    
 
თუმცა ამალეკების ჯარს არ ჰქონდა დისციპლინა და ისეთი საბრძოლო შემართება, როგორიც ეგვიპტიდან გამოსულ და უსამშობლოდ დარჩენილ ებრაელებს. ბრძოლა დიდხანს არ გაგრძელებულა. ამალეკების მეთაურმა სწრაფად დაძრა ჯარები შეტევაზე, თუმცა ებრაელთა ერთსულოვანი მოქმედების შედეგად ამალეკებმა ვერ მოახერხეს მტრის მჭიდრო რიგების გარღვევა, ებრაელთა კონტრშეტევის შემდეგ კი ისინი სასტიკად დამარცხდნენ და უამრავი მეომარი დაკარგეს. იესო ნავეს ძე მთელი ბრძოლის განმავლობაში თავის მეომრებთან ერთად იბრძოდა და რეფიდიმთან გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.  
 მას შემდეგ იესო მოსეს მარჯვენა ხელად იქცა და ყოველთვის მის გვერდით იდგა,  სანამ მოსე არ გარდაიცვალა და ძალაუფლება მის ხელში არ გადავიდა.  ბიბლიის მიხედვით იესო ნავეს ძეს ღმერთმა ჩააგონა, თუ როგორ უნდა გადაეყვანა მდინარეზე ხალხი. თორმეტივე ტომის თითო-თითო წარმომადგენელმა ქვით ხელში ადვილად გადალახა იორდანე აღთქმის კიდობანთან ერთად, შემდეგ კი მათ მთელი ხალხი უკან გაჰყვა. მდინარის გადალახვის შემდეგ, იესო ნავეს ძის ბრძანებით მოხდა ებრაელ მამაკაცთა წინადაცვეთა გიბყათ-ჰაყარალოთში, რის შემდეგაც ქანაანელების წინააღმდეგ ბრძოლისთვის და მომზადებისთვის ისრაელიანები გილგალში გაჩერდნენ. პირველი ქალაქი, რომელიც იესო ნავეს ძემ აიღო, იერიხონი იყო, სადაც მან მზვერავები ჯერ კიდევ შიტიმიდან გაგზავნა იორდანეს გადალახვამდე. 
 
       იერიხონი (XIV ს. ებრაული ბიბლიიდან)   
 
ბიბლიის მიხედვით ეს მზვერავები იერიხონის გალავანში გამოჭრილ სახლში მცხოვრებ მეძავ რახაბთან გაჩერდნენ და დახმარების სანაცვლოდ მისი და მისი ოჯახობის გადარჩენა აღუთქვეს. რახაბის დახმარებით ისინი თოკით ჩამოცოცდნენ გალავნიდან და შიტიმში დაბრუნდნენ.  იერიხონელ მეძავს თავის სახლზე წითელი თოკი უნდა გამოეკიდა,  რომ ებრაელებს სცოდნოდათ მისი ვინაობა და არ მოეკლათ. იესო ნავეს ძეს ფარული გეგმა ჰქონდა მოფიქრებული ქალაქის ასაღებად.  ბიბლიის მიხედვით მას უფალმა ჩააგონა, რომ შვიდი დღის განმავლობაში ქალაქის გარშემო თითოჯერ შემოეტარებინა აღთქმის კიდობანი და ჯარი, მეშვიდე დღეს შვიდჯერ შემოევლოთ იერიხონის გალავანი, შემდეგ კი მღვდლებს ბუკში უნდა ჩაებერათ და გალავნები დაინგრეოდა. ბიბლიური აღმოსავლეთის ეპოქის მკვლევარების მიხედვით, სწორედ მეძავი რახაბის სახლი იქცა იესო ნავეს ძის ჭკვიანური გეგმის მთავარ ნაწილად. ბიბლიიდან კარგად ჩანს, რომ მეძავი რახაბის სახლი გალავანში იყო გამოჭრილი და იქიდან ებრაელი მსტოვრები ადვილად ჩავიდნენ თოკით სამშვიდობოს. როდესაც ნახეს, რომ ეს ძალიან ადვილი იყო, ებრაელთა მამაცმა და ცბიერმა მეთაურმა ბრძანა რახაბის სახლში უფრო მეტი გამოცდილი და კარგად შეიარაღებული მეომარი გაეგზავნათ რიგ-რიგობით, რათა იერიხონელებს არ შეემჩნიათ. ეს მეომრები იქ თავს მოიყრიდნენ და საჭირო დროს მოქმედებას დაიწყებდნენ. რახაბის სახლზე გადმოკიდული წითელი თოკი არა ნიშანი, არამედ ერთგვარი კიბე იყო, რომლითაც იესოს მეომრები გალავანზე ავიდნენ. როდესაც ებრაელებმა ქალაქის გარშემოვლა დაიწყეს და მეშვიდე დღეს შვიდჯერ გარშემოვლის შემდეგ ბუკს ჩაბერეს (რაც ნიშანი იყო რახაბის სახლში დამალული მეომრებისთვის), ებრაელი მეომრები რახაბის სახლიდან გამოცვივდნენ და ქალაქის კარიბჭის მცველებს შეუტიეს. მოულოდნელი შეტევისგან იერიხონის მცველები დაიბნენ და დაიფანტნენ. შემდეგ ებრაელებმა შიგნიდან გააღეს ქალაქის კარიბჭე და თავისიანები შემოუშვეს, რომლებიც იესო ნავეს ძის მეთაურობით შეიჭრნენ იერიხონში და ქალაქის რბევა დაიწყეს. ისრაელიანებმა აიკლეს ქალაქი, მიწასთან გაასწორეს შენობები, ხალხი კი დახოცეს. მთელი იერიხონიდან ცოცხალი მხოლოდ რახაბი და მისი ოჯახობა დარჩა. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ეს იერიხონელი ქალი თვითონ იესო ნავეს ძემ შეირთო ცოლად.  
იესო ნავეს ძე წვავს ქალაქ ჰაღაის (გუსტავ დორე, 1866)
 
მეორე ქალაქი, რომელიც ებრაელებმა აიღეს ქანაანში, ჰაღაი იყო. ამ ქალაქის აღებისას იესო ნავეს ძემ კიდევ ერთხელ გამოავლინა მხედართმთავრული ნიჭი. თავდაპირველად მან ჰაღაის წინააღმდეგ სულ სამიათასამდე კაცი გაგზავნა (ჰაღაი პატარა ქალაქი იყო), მაგრამ მოხდა ისე, რომ ქალაქის მცხოვრებლებმა დაამარცხეს ებრაელთა ჯარის ეს ნაწილი და შეტევა მოიგერიეს.  ბიბლია ამ მარცხს ებრაელ ყაქან ქარმის ძეს აბრალებს, რომელმაც იესო ნავეს ძის მიერ აკრძალული განძიდან წილი აიღო. ყაქანი ისრაელიანებმა მაშინვე ჩაქოლეს როდესაც ეს შეიტყვეს. თუმცა ეს მარცხის ნამდვილი მიზეზი არ იყო, უბრალოდ სამი ათასი მეომარი არ გამოდგა საკმარისი, რათა პატარა, მაგრამ არცთუ ისე სუსტი ქალაქი აეღოთ. ჰაღაიზე მეორე ლაშქრობაში იესო ნავეს ძემ უფრო მეტი მეომარი გამოიყვანა და ქალაქთან ახლოს, მოხერხებულ ადგილზე ჩაასაფრა, თვითონ კი შედარებით მცირე ჯარით ჰაღაის მიადგა. როდესაც ქალაქის მეფემ მტრის მცირერიცხოვანი ჯარი შეამჩნია,  მაშინვე შეუტია მთელი თავისი არმიით. ებრაელებმა მანევრი დაიწყეს და უკან დაიხიეს, რათა მოწინააღმდეგე შორს გაეტყუებინათ. მართლაც სანამ ჰაღაის მეფე ისრაელიანთა ერთ ნაწილს მისდევდა, მეორე ნაწილმა, რომელიც იესომ ჩაასაფრა, მოახერხა ცარიელი ქალაქის დაკავება და განადგურება. ამის შემდეგ ებრაელებმა ჰაღაელებს ორივე მხრიდან შეუტიეს იესო ნავეს ძის მეთაურობით და მთლიანად გაანადგურეს. ქალაქიდან ებრაელებმა პირუტყვი წაიყვანეს და ნადავლი წაიღეს.  
 
იესო ნავეს ძემ კავშირი შეკრა გაბაონელებთან, ქანაანის ერთ-ერთ ხალხთან.  ბიბლიის მიხედვით გაბაონელებმა ამას მოტყუების გზით მიაღწიეს.  იმავე პერიოდში ებრაელების წინააღმდეგ ძალები გააერთიანეს ხეთელებმა, ამორევლებმა, ქანაანელებმა, ფერიზელებმა, ხივიელებმა და იებუსეველებმა.  იერუსალიმის იებუსეველმა მეფემ, ადონი-ცედეკმა, რომელიც შეშინებული იყო იესო ნავეს ძის ძლიერებით, დახმარებისთვის მიმართა ჰოჰამს, ხებრონის მეფეს,  ფირამს, იარმუთის მეფეს, იაფიყს, ლახიშის მეფეს და დებირს, ყეგლონის ხელმწიფეს. მეფეებმა შეკრიბეს ჯარები და გაბაონისკენ დაიძრნენ. მათ სურდათ იესო ნავეს ძის მოკავშირე ეს ქანაანური ტომი მოესპოთ. გაბაონელებმა დახმარება იესო ნავეს ძეს სთხოვეს, რომელმაც აღარ დააყოვნა და თავისი არმიით გილგალიდან მოკავშირის მისაშველებლად დაიძრა. ჭკვიანმა ებრაელმა სარდალმა გადაწყვიტა მტერს მოულოდნელად დასცემოდა თავს. მან ეს მოახერხა გილგალიდან შეუჩერებელი მარშის შემდეგ. დაბნეული მოკავშირე მეფეები თავიანთი ჯარით ბრძოლიდან გაიქცნენ, მაგრამ ისრაელიანები დაედევნენ მათ ბეთ-ხორონის მაღლობზე და ყაზეკამდე და მაკედამდე ხოცავდნენ.  ბიბლიის მიხედვით იესო ნავეს ძემ მზეს უბრძანა არ ჩასულიყო მანამდე,  სანამ ებრაელები მტერს მთლიანად არ გაანადგურებდნენ. ხუთივე მოწინააღმდეგე მეფე იესო ნავეს ძის ბრძანებით დახოცეს და ხეებზე ჩამოკიდეს.  იმავე დღეს ისრაელთა ჯარმა იერიშით აიღო მაკედა. რამდენიმე დღეში იესო ნავეს ძის მეთაურობით აიღეს ქალაქი ლიბნა, შემდეგ კი ლახიში.  ებრაელები არ ჩერდებოდნენ და რიგრიგობით იღებდნენ ქალაქებს: ყეგლონს, ხებრონს, დაბირს, დაიპყრო შეფელა და მისი ძირები, პალესტინის მთიანეთი, კადეშ-ბარნეა და გაბაონი. 
ქანაანის ხალხები
 
ქანაანის ხალხები უბრძოლველად არ დანებდნენ ებრაელებს და ხაცორის მეფის, იაბონის მეთაურობით კიდევ ერთი კოალიცია შექმნეს. ამ კოალიციაში გაერთიანდნენ: იობაბი, მადონის მეფე, შიმრონის მეფე, აქშაფის მეფე, ასევე შეფელასა და ნაფთონ-დორში მდებარე სამეფოების ხელმწიფეები,  აღმოსავლეთის და დასავლეთის ქანაანელები, ამორევლები, ხეთელები, ფერიზელები, მთის იებუსეველები და მიფცის ხეთები. ბიბლიის მიხედვით ახალი კოალიციის ჯარები ქვიშასავით ურიცხვი იყო და შემდგარი იყო არამარტო ქვეითებისგან, არამედ საბრძოლო ეტლებისაგან, რაც მაშინ დიდ ძალად ითვლებოდა. ბრძოლა მერიმის წყლებთან მოხდა. იესო ნავეს ძის ჯარი მოულოდნელად დაესხა მტერს თავს და დაამარცხა. იესოს ბრძანებით მოწინააღმდეგის ცხენებს ძარღვები გადაუსერეს, რათა ქანაანელებს ბრძოლაში ეტლები არ გამოეყენებინათ.  მოკავშირეების ჯარის განადგურების შემდეგ იესო ნავეს ძემ შტურმით აიღო ხაცორი და მისი ზოგიერთი მოკავშირის ქალაქი.  ებრაელებმა ილაშქრეს ნეგებში, შეფელაში და ყარაბაში. იესო ნავეს ძის მეთაურობით ისრაელიანებმა გაანდგურეს ყანაკებიც, რომლებიც ქანაანში ებრაელთა უკანასკნელი მოწინააღმდეგეები გამოდგნენ. მთელი ქანაანური ლაშქრობის დროს ისრაელიანთა მეთაურმა ოცდათერთმეტი მეფე დაამარცხა.  
იესო ნავეს ძის სიცოცხლის ბოლო წლებში ებრაელებმა დაიწყეს ქანაანის მიწების განაწილება და დასახლება. ბიბლიის მიხედვით იესო ნავეს ძე 110 წლის ასაკში გარდაიცვალა. მოსეს ღირსეული შემცვლელი და ქანაანის დამპყრობელი ისრაელიანებმა თიმნათ-სერახში დამარხეს,  ეფრემის მთაზე.  
 
ნიკა ხოფერია
ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია
მიყევით ბმულს - https://samxedro-istoria.blogspot.com
ანალიტიკა
«The Guardian»: „ პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“

„სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიოს უაღრესად ჭირდება ბრძენი უხუცესები, პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია დევიდ ვან რეიბრუკი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფილოსოფიაში ნიდერლანდებიდან.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოდით ერთ დელიკატურ საკითხზე მსჯელობას შევეცადოთ: ვისაუბროთ ასაკზე ისე, რომ ეიჯიზმში - ასაკობრივ დისკრიმინაციაში - არ გადავვარდეთ.

არასოდეს არ მომხდარა ისეთი პრეცედენტი პლანეტის თანამედროვე ისტორიაში, როგორიც დღეს არის: მსოფლიოში მშვიდობის ბედი ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც საკმაოდ ხანდაზმულები არიან. ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს 72 წელი შეუსრულდათ, ნარენდრა მოდი - 74 წლისაა, ბენიამინ ნეთანიაჰუ - 75-ის, დონალდ ტრამპი - 79-ის, ალი ჰამენეი - 86-ის.

რასაკვირველია, მედიცინის განვითარების წყალობით, ადამიანები სულ უფრო მეტ ხანს ცოხლობენ და შეუძლიათ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ ამის მიუხედავად, დრეს ცვენ მოწმენი ვართ იმ პოლიტიკური ლიდერების რაოდენობის ზრდისა, რომლებიც ასაკის კვალობაზე სულ უფრო ამკაცრებენ საკუთარ ხელისუფლებას, ხშირად თავიანთი ახალგაზრდა კოლეგების ხარჯზე.

გასულ კვირაში ჰააგაში ნატოს ყოველწლიურ სამიტზე ალიანსის ლიდერები, ემანუელ მაკრონის და მეტე ფრედერიქსონის (ორივე 47-47 წლისაა), ჯორჯა მელონის (48 წლის), პედრო სანჩესის (53 წლის) ჩათვლით, იძულებულნი იყვნენ დათანხმებულიყვნენ დონალდ ტრამპის მოთხოვნას სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის შესახებ. ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების საშუალო ასაკი 60 წელს შეადგენს: გერმანიის კანცლერი 69-ისაა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი - 71 წლის.

ყველა დაეთანხმა სამხედრო ასიგნებათა 5%-იან ზრდას, თუმცა აშკარაა, რომ ეს ციფრო თვითნებურად არის დადგენილი - მისი განხილვა სერიოზული დებატებით არ მომხდარა არც ნატოში და არც წევრი ქვეყნების შიგნით. ამ დროს უფრო მეტად სამხედრო-პოლიტიკური რეალობას კი არ მიექცა ყურადღება, არამედ ჭირვეული ამერიკელი პატრიარქის პატივისცემას და მის აკვიატებულ მოთხოვნას. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, რომელიც მხოლოდ 58 წლისაა, ისე შორს წავიდა აშშ-ის პრეზიდენტისადმი მოწიწებაში, რომ დონალდს „მამიკოთი“ (Daddy) მიმართა. ეს დიპლომატია არ არის. ეს მორჩილებაა.

თაობათა კონფლიქტი სხვა არენებზეც ხდება: უკრაინის 47 წლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უპირისპირდება მასზე ბევრად უფროსი ასაკის კოლეგას - რუსეთის 72 წლის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. იმავე ასაკის მქონე სი ძინპინი მტრული თვალით უყურებს ტაივანის  პრეზიდენტს, რომელიც კომუნისტ ბელადზე 7 წლით უმცროსია. ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის წლოვანება საუკუნის სამ მეოთხედს შეადგენს, აუღელვებლად უყურებს ღაზას სექტორის განადგურებას, რომლის მოსახლეობის საშუალო ასაკი 18-20 წელია. ირანში 86 წლის ლიდერი მართავს ქვეყნის 80-მილიონიან მოსახლეობას, რომელთა საშუალო ასაკი 32 წელია. კამერუნელი 92 წლის პრეზიდენტი პოლ ბია 1982 წლიდან იმყოფება იმ ქვეყნის სათავეში, რომლის მცხოვრებლების საშუალო ასაკს 18 წელი შეადგენს, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 62 წელს.

რასაკვირველია, ჩვენ არ ვდგავართ გერონტოკრატიული შეთქმულების წინაშე. ჯერ-ჯერობით არც მოხუცი მოქმედი ლიდერების კლუბი არ არსებობს, რომლებიც მსოფლიოს ბატონობას სიცოცხლის ბოლომდე ესწრაფვიან... მაგრამ არის რაღაც შემაშფოთებელი იმაში, რომ  მშვიდობა ინგრევა სწორედ იმ ადამიანების მიერ, რომელთა ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის შემდომი არქიტექტურით განისაზღვრა. ალი ჰამენეი 6 წლისა იყო, როცა ჯერ გერმანიამ, შემდეგ კი იაპონიამ ხელი უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერეს.

დონალდ ტრამპი 1946 წელს დაიბადა, როცა გაერომ თავისი პირველი გენერალური ასამბლეის სხდომა ჩაატარა. ბენიამინ ნეთანიაჰუ  დაიბადა ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან ერთი წლის შემდეგ. ნარენდრა მოდი დაიბადა 1950 წელს, როცა ინდოეთი საპარლამენტო რესპუბლიკად გამოცხადდა და ქვეყნის კონსტიტუცია მიიღეს. ვლადიმერ პუტინი ქვეყანას 1952 წლის ოქტომბერში მოევლინა, იოსებ სტალინის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე. ამხანაგი სი ძინპინი - 1953 წლის ივნისში დაიბადა, სტალინის სიკვდილის შემდეგ. რეჯეფ ერდოღანი გაჩნდა 1954 წელს, თურქეთის ნატოში შესვლიდან ორი წლის შემდეგ. ყველა ჩამოთვლილი პირები ომისშემდგომი ეპოქის ბავშვები არიან და ახლა, როცა თავიანთი სიცოცხლის მიჯნას უახლოვდებიან, ისინი, როგორც ჩანს, მზად არიან იმ მსოფლიოს დასანგრევად, რომლებშიც თვითონ დაიბადნენ. ასთი მოქმედება შურისძიებას ჰგავს.

დიახ, საერთაშორისო წესრიგი, რომელიც თეორიულად გარკვეულ წესებს ემყარებოდა, პრაქტიკაში ყოველთვის არეულ-დარეული იყო, ვიდრე ეს ქაღალდზე ჩანდა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც იდეალი არსებობდა, რომლის მიღწევას ყველა თავისებურად ცდილობდა. არსებობდა საერთო მორალური პრინციპები - დიახ, მყიფე, მაგრამ გულწრფელი, რომელიც იმ რწმენას ემყარებოდა, რომლის მიხედვით, კაცობრიობას აღარ უნდა გაემეორებინა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მხეცობები და რომ უმჯობესია უთანხმოებები დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოგვარდეს. დღეს ეს რწმენები აორთქლდა, გაქრა და უმეტესად იმ ადამიანთა გონებასა და სულში, რომლებისთვისაც ყველაზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო და რომელებიც სიკეთის რწმენას ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილებოდნენ.

დღეს უპრეცედენტო მომენტია. წინა მსოფლიო მართლწესრიგის არქიტექტორები - ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, იოსებ სტალინი და მაო ძედუნი სულ რაღაც 30-40 წლისანი იყვნენ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ახალმა თაობამ ახალი მსოფლიო ააშენა, მაგრამ წინა მართლწესრიგის შედეგებს შეეჯახნენ. დრეს ახალი მსოფლიოც ინგრევა იმ ძველი თაობის ადამიანების მიერ, რომლებიც ვერ იცოცხლებენ იმ დრომდე, რათა დაინახონ, როგორი ნანგრევები დარჩება მათი მოქმედებით.

ჩვენ შეიძლებოდა გვქონოდა იმის იმედი, რომ თაობა, რომელსაც ბედმა გაუღიმა და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუგრძელდა, თავიანთი სიკვდილის შემდეგ სიკეთის, პტივისცემის და გლობალური პოზიტიური ხელმძღვანელობის მემკვიდრეობას დატოვებდა. ამის ნაცვლად ჩვენ მოწმენი ვართ ბოლო ათწლეულებში მომხდარი ყველაზე უარესი რეპრესიების, ძალადობის, გენოციდების, ეკოციდების და საერთაშორისო სამართლის მიმართ უპატივცემლო დამოკიდებულებისა, რომლებსაც ყველაზე მეტად ულმობელი 70-80 წლის მოხუცები სჩადიან და რომლებიც, როგორც ჩანს, უფრო მეტად იმით არიან დაინტერესებული, რომ თავი აარიდონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვიდრე მშვიდობის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

მაგრამ ასე არ უნდა იყოს.

როცა ნელსონ მანდელამ 1999 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მან ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „უხუცესები“, რომელიც ყოფილ მსოფლიო ლიდერებს აერთიანებდა. ისინი მუშაობდნენ მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. დღეს, მოქმედებენ რა კონსენსუსის ტრადიციებით და წინა თაობების პოლიტიკოსთა საუკეთესო გამოცდილებით, „უხუცესების“ წევრები ითვლებიან იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლიათ ასაკოვან ადამიანებს კაცობრიობას მოუტანონ მეტი სინათლე, გამოხატონ თანაზიარობა, იმოქმედონ სინდისით და არა მარტო გავლენითა და ძალით.

პრობლემა მოხუცებულობაში არ არის. პრობლემა იმაშია, თუ როგორი მიზნის მიღწევა სურთ მისი სარგებლობით და რას აძლევენ უპირატესობას. მსოფლიოს არ სურს ისეთი ახალი მოხუცი ძალოვანი პირები, რომლებსაც მმართველის საჭისა და ტახტის დატოვება არ სურთ. მსოფლიოსათვის უკეტესია ის მოხუცი ლიდერები, ის უხუცესები, რომლებიც მზად არიან კომპრომისებისათვის და ადამიანთა ენერგიის სასიკეთოდ წარმართვისათვის. ისინი, ვინც მემკვიდრეობაზე ფიქრობენ არა როგორც პირად დიდებაზე, არამედ როგორც მშვიდობაზე, რომელსაც ისინი თავიათი სიცოცხლის შემდეგ დატოვებენ. ჩვენს დროში გვჭირდება არა ბატონობა, არამედ სიბრძნის გამოვლენა. და ეს, საბოლოო ჯამში, არის ის, რაც მმართველს ლიდერისაგან განასხვავებს.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.