USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
იენს სტოლტენბერგი: რუსეთს მოვუწოდებთ, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან
თარიღი:  

რუსეთს მოვუწოდებთ, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ვილნიუსის სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„მოკავშირეები ასევე დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკა, გარე ჩარევის გარეშე“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

„ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები, რომელიც საქართველოში ჰყავს - საქართველოს მთავრობის ყოველგვარი თანხმობის გარეშე - და შეწყვიტოს [საქართველოს ოკუპირებული რეგიონების] აღიარება და მილიტარიზაცია. ვფიქრობ, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვაღიაროთ მნიშვნელობა, რომელსაც საქართველო თამაშობს ნატოსა და საქართველოს შორის პარტნიორობის განმტკიცებაში და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი [საქართველოს] ერთგულება. რა თქმა უნდა, უკრაინა იქნება დღის წესრიგის სათავეში, მაგრამ ჩვენ ასევე განვიხილავთ ჩვენი პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობას ისეთ ქვეყანასთან, როგორიც საქართველოა“, - დასძინა მან.

წყარო:https://www.nato.int/

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის