USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
იენს სტოლტენბერგი - ნატო გააგრძელებს თურქეთის მხარდაჭერას
თარიღი:  1906

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გააგრძელებს თურქეთის მხარდაჭერას სხვადასხვა საშუალებებით სირიაში არსებული ვითარების ფონზე. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

„თურქეთი ალიანსის წევრია, რომელსაც ყველაზე ძლიერად შეეხო სირიაში ძალადობა. ალიანსის არც ერთი სხვა წევრი არ დაზარალებულა ტერორისტული თავდასხმების შედეგად და არც ერთი მათგანს არ განუთავსებია დევნილების დიდი ნაწილი თავის ტერიტორიაზე. ნატო გააგრძელებს თურქეთის მხარდაჭერას მთელი რიგი ზომებით. ეს მოიცავს დამცავ სარაკეტო სისტემებს, რომელიც თურქეთს დაეხმარება სირიიდან მომავალი საფრთხისგან“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის