USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
თბილისი
«Die Welt» (გერმანია): „რუსეთთან ომის შემდეგ: საქართველო ორ სკამს შორის“
თარიღი:  395

„საქართველოს დედაქალაქ თბილისში თუ ეწვევი და ქუჩებში გაივლი, თვალში გეცემა კედლებზე გაკეთებული ანტირუსული წარწერებისა და უკრაინის დროშების სიმრავლე. 15 წლის წინათ საქართველომ თვითონ გადაიტანა რუსეთთან ომი და ამიტომ მისი სოლიდაროის დონე უკრაინასთან განსაკუთრებით მაღალია. შესაძლოა ბევრს გაუკვირდეს, რომ ამ დროს ბევრი რუსისათვის საქართველო თავშესაფრად არის ქცეული, ასევე უამრავი რუსი ტურისტი ჩამოდის ქვეყანაში, რომელიც კავკასიური სამზარეულოთი, ღვინით, ზღვისა და მთის კურორტებით არის განთქმული“, - ნათქვამია გერმანულ გაზეთ „ველტში“ (Die Welt) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რუსეთთან ომის შემდეგ: საქართველო ორ სკამს შორის“.

საქართველოს მთავრობა, რომელიც ევროკავშირის წევრობისაკენ ისწრაფვის, დღეს, რუსეთთან საომარი გამოცდილების მიუხედავად, კავშირებს ჩრდილოელ მეზობელთანაც ავითარებს, რაც იწვევს როგორც საკუთარი მოქალაქეების ნაწილის, ასევე დასავლეთის გაღიზიანებასაც.

ორად გაყოფილი ქვეყანა

თბილისელებს თუ გაესაუბრები, შეამჩნევ, რომ მათთან ლაპარაკში უკმაყოფილებაა გამოხატული იმით, რომ ევროკავშირმა საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა, რაზედაც ქართველები დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობენ. ევროპისაკენ უმეტესად ქართველი ახალგაზრდები მიილტვიან, თუმცა ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას დიდ ზიანს აყენებს რუსეთის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციის ფაქტი, რაც ტერიტორიის 20%-ს შეადგენს. აგრესორმა მეზობელმა მათი „დამოუკიდებლობაც“ აღიარა.

იმ დროს, როცა მოსახლეობას ჯერ კიდევ ახსოვს რუსეთთან ომის უბედურება, ქვეყნის ხელისუფლება იძულებულია ანგარიში გაუწიოს მოსკოვს და გაკრვეული ეკონომიკური კავშირებით ისარგებლოს, მაგალიტად ტურიზმის სფეროში. ორიოდე თვის წინათ რუსეთმა აღადგინა ავიამიმოსვლა და გააუქმა სავიზო რეჟიმი, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში არსებობდა ორ მეზობელს შორის.

ამასთან, საქართველოს რუსეთთან დაახლოებას ეწინააღმდეგება ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც უფლებამოსილებები არ გააჩნია და ამიტომ ვერ ახდენს გავლენას მთავრობის პოლიტიკურ კურსზე. პრეზიდენტის ანტირუსულ პოზიციას მხარს უჭერს აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა.

საქართველოს ხელისუფლებაში პოზიციების განსხვავება (პრეზიდენტსა და მთავრობას შორის) ნათლად გამოვლინდა ბათუმში თურქული საკრუიზო გემის შესვლისას, რომლის ბორტზე რუსი ტურისტებიც იყვნენ. ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გამართა, რომელსაც პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა, მთავრობამ კი მათი მოქმედება გააკრიტიკა.

რუს ტურისტებზე დამოკიდებული ეკონომიკა

მმარტველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკა ქართული სტუმართმოყვარეობის საფუძველზე ვითარდება, ეს ეხება ყველა ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტს, მათ შორის რუსეთიდანაც. „რუსი ტურისტების გარეშე ქვეყანა ერთ მილიარდ დოლარს დაკარგავს“, - თქვა ირაკალი კობახიძემ. ოპოზიციის ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა კი განაცხადა, რომ მმართველი პარტია და მისი დამაარსებელი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოში პრორუსულ რეჟიმს ქმნიან.

ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 2012 წლიდან მცირე ხნით საქართველოს პრემიერ-მინისტრიც იყო, ქვეყანაში გამეფებულ სიღარიბეს ებრძოდა და ცდილობდა საქართველოსთვის უპერსპექტივობა თავიდან აეცილებინა, თუმცა შედეგები მაინცდამაინც სახარბიელო არ არის: საშუალო ხელფასი დაახლოებით მხოლოდ 400 ევროა, უმუშევრობა ოფიციალურად 13%-ს აღწევს, რეალურად კი უფრო მეტია, თითქმის 30%.

როგორც ექსპერტი იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, საქართველოს რუსეთთან კავშირებს რუსული ბაზარი განაპირობებს, სადაც ქართული პროდუქცია გადის. ტურიზმმა და რუსეთის მოქალაქეების ჩასვლამ განაპირობა ქართული ვალურის კურსის სტაბილიზება. საქართველოს ტერიტორიის გავლით შედის რუსეთში უცხოური წარმოების პროდუქციაც, სავარაუდოდ, სანქციების გვერდის ავლით.

„პრორუსული მთავრობა“

რუსული გადახრების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა გარეგნულად თითქოსდა პროევროპული რჩება, თუმცა ქვეყნის ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს ევროპული კურსის განმტკიცებისთვის, პირიქით, ის სულ უფრო ხდება რუსეთის მხარდამჭერი. დასავლური ფასეულობები უარყოფილია“, - ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი. იგი ქართულ ეკლესიასაც აკრიტიკებს და მასში ანტილიბერალურ ძალას ხედავს, რომელსაც მთავრობა ეყრდნობა. ქართული ეკლესიის მომხრეები - ულტრანაციონალისტები შეურიგებლობას ამჟღავნებენ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების მიმართ, რაც ევროპული დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

როგორც სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი თვლის, საქართველოს სასამართლო სისტემა სრულიად კორუმპირებულია და მთავრობის პოლიტიკას ატარებს. იმავდროულად, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი პროევროპულ განწყობას გამოხატავს და კრემლთან ურთიერთობის წინააღმდეგია.

ერთ-ერთი მათგანი, რომელიც საქართველოში ახალი რუსული ბატონობის წინააღმდეგ იბრძვის, ოპოზიციური პოლიტიკოსი გიგა ბოკერიაა, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი იყო. თვითონ მიხეილ სააკაშვილი ამჟამად პატიმარია. „ჩვენთან ახლა დასავლეთის დემონიზაცია ხდება. მმართველი პარტია ისეთ პოლიტიკას ატარებს, თითქოსდა მას მხოლოდ ერთი არჩევანი აქვს - რუსეთთან შერიგება, სხვაგვარად კი შეიძლება ომი დაიწყოს“, - ამბობს 51 წლის პოლიტიკოსი.

„მაგრამ თუ ჩვენს ქვეყანას კიდევ შერჩენია ღირსება, ვლადიმერ პუტინთან არავიტარ გარიგებაზე არ უნდა დათანხმდეს“, - ხაზს უსვამს გიგა ბოკერია. მას სურს, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ, მომავალ წელს, ახალი პროევროპული კოალიცია ჩამოაყალიბოს: „ეს იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიული შანსი შეუერთდეს ერთადერთ სამართლიან დასავლურ ცივილიზაციას. თუ 2024 წლის არჩევნებით არაფერი შეიცვლება, კატასტროფა იქნება“.

წყარო: https://www.zeit.de/news/2023-08/03/nach-krieg-mit-russia-georgien-between-den-stuehlen

 

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.