USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
«Die Tageszeitung» (გერმანია): „საქართველო: თავისუფლება იზღუდება, ჟურნალიტები კი იბრძვიან, რომ მათი ხმა ყველამ გაიგონოს“
თარიღი:  913

გერმანულ გაზეთ „ტაგესცაიტუნგში“ (Die Tageszeitung – taz) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „საქართველო: თავისუფლება იზღუდება, ჟურნალიტები კი იბრძვიან, რომ მათი ხმა ყველამ გაიგონოს“ (ავტორები - ტიგრან პეტროსიანი და ლიზა შნაიდერი). მასალაში ნეგატიურად არის შეფასებული მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ არადემოკრატიული პოლიტიკა, განსაკუთრებით უცხოეთიდან დაფინანსებული მასმედიიის მიმართ.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„თბილისი პოლიტიკურად უსაფრთხო ქალაქი აღარ არის

„თბილისში მე თავს უსაფრთხოდ უკვე ვეღარ ვგრძნობ“, - ამბობს აითან ფარხადოვა, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი. ოდესღაც მან თვითონ განგებ ამოიჩია საქართველო იმ ქვეყნად, სადაც მას, აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დევნილ ჟურნალისტს, თავისუფლად და უსაფრთხოდ ცხოვრება შეეძლო. იმის გამო, რომ საქართველო დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა თავშესაფრად ახლო მდებარე ავტორიტარული ქვეყნების (აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის) ჟურნალისტებისათვის, რომლებთაც საკუთარ სამშობლოში მთავრობა ზღუდავს და მუშაობაში ხელს უშლის, თბილისი ყოველთვის იღებდა თავისთან მასმედიის დევნილ წარმომადგენლებს და საქმიანობისათვის შესაფერის პირობებს უქმნიდა.

მაგრამ ამჟამად სივრცე სიტყვის თავისუფლებისათვის და, შესაბამისად, თავისუფალი პრესისათვის თანდათან მცირდება. ანტიდემოკრატიული ტენდენციის ზრდის კვალობაზე აზრის გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთ ძირითად მიზნად რჩება.

სონია შიფერსი, ჰენრიხ ბიოლის ფონდის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი, განმარტავს, რომ „ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი 2020 წლიდან საქართველოს მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ თავისი პოლიტიკური სახე ჩამოუყალიბდა: არალიბერალური, ულტრაკონსერვატიული  და სულ უფრო ავტორიტარული. ოფიციალური თბილისი მხარს უჭერს მოსკოვს და ბუდაპეშტს და მოქმედებს რუსული და უნგრული სცენარებით“

ჟურნალისტის ბრძოლა სიტყვის თავისუფლებისათვის

„რუსული და უნგრული სცენარები მოიცავს ისეთი კანონების მიღებას, როგორიცაა „უცხოელი აგენტების შესახებ“, რომელიც მასობრივი ინფორმაციის უცხოეთიდან დაფინანების შემთხვევაში, ავალდებულებს, რომ იუსიციის სამინისტროში „უცხოელი აგენტის“ სახელით დარეგისტრირდეს. ასეთი კანონი რუსეთში დიდი ხანია მოქმედებს, ახლა უკვე საქართველოშიც. ზოგიერთი ინფორმაციის საშუალება უარს აცხადებს რეგისტრაციაზე და უბრალოდ, კანონს ბოიკოტს უცხადებს, მაგრამ მცირერიცხოვანი რედაქციებისათვის, კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, ფინანსური ჯარიმები ძნელი გადასახდელია და თუ ასე გაგრძელდება, შეიძლება მათ არსებობას საფრთხეც დაემუქროს.

ლიზა ტოროსიანი პატარა სომხურენოვანი მასობრივი ინფორმაციის საშუალების - „ალიკ მედიას“ თანადამფუძნებელია და ფინანსური დანაკარგების პარალელურად, შიშობს, რომ ნდობაც დაეკარგება: „საზოგადოება ჩვენ უკვე თითქმის აღარ გვენდობა - ირგვლივ შიშია გამეფებული. ჩვენთან საუბარი არავის არ სურს. ვინ მოისურვებს „უცხოელ აგენტთან“ ლაპარაკს? აი, ასეთი დაღი დაგვასვა ხელისუფლებამ“, - ამბობს ლიზა ტოროსიანი.

კიდევ ერთი ჟურნალისტი, სახელად ადარკა (იგი ანონიმად ყოფნას ამჯობინებს) აღწერს,  როგორი იქნება საქართველო, თუ თბილისი ავტოკრატულ კურსს გააგრძელებს. იგი თვითონ ბელარუსიდანაა: „ყოველდღიურად, ბელარუსში პრაქტიკულად თვითცენზურა ხდება: უკეთესი იქნება არ ჩართო ინტერნეტი, მოწონების ნიშანი არაფერზე არ დაუსვა და, საერთოდ, არაფერი არ დაინახო“. ბელარუსი ხალხი ერთგვარ შიდა ემიგრაციაშია წასული“, -

ავტორიტარული მთავრობები ერთმანეთისაგან ასლებივით გადააქვთ რეპრესიული მექანიზმები. რამდენადაც სიტყვის თავისუფლება პოსტსაბჭოთა სივრცეში სულ უფრო და უფრო იზღუდება, ისეთ ჟურნალისტებს, როგორებიც არიან ადარკა, ტოროსიანი თუ ფარხადოვა, ისევ მოუწევთ ბრძოლა არამარტო საკუთარი, არამედ სხვათა უფლებების დასაცავად.

წყარო: https://taz.de/Podcasts-Osteuropa-Workshop-2024 /!6058218/

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის