USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
«Die Tageszeitung» (გერმანია): „ახალქალაქელი შვიდეული „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ: თბილისში მოსახლეობა მხარს უჭერს პროევროპულ პოლიტიკას, მაგრამ რა ხდება რეგიონებში?“
თარიღი:  431

გერმანიის გაზეთ „ტაგესცაიტუნგში“ (Die Tageszeitung - taz) გამოქვეყნებული სტტია სათაურით „შვიდეული „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ: თბილისში მოსახლეობა მხარს უჭერს პროევროპულ პოლიტიკას, მაგრამ რა ხდება რეგიონებში?“ (ავტორი - ქრისტინა მერაბიანი). მასალაში განხილულია საქართველოს სამცხე-ჯავახეთის მხარეში არსებული მდგომარეობა, თბილისი მიმდინარე პროევროპული და იმავდროულად ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

საქართველოს დედაქალაქ თბილისში მრავალათასიანი დემონსტრაციები იმართება. საპროტესტო აქციების მონაწილეები აღშფოთებულნი არიან იმით, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ - მმართველი პრორუსული პარტია „ქართული ოცნებიდან“ - ევროკავშირში მიღებისათვის მოლაპარაკებები 2028 წლამდე შეაჩერა. თბილისი გასაგებია, მაგრამ რა ხდება საქართველოს პატარა ქალაქებსა და სოფლებში, საიდანაც დედაქალაქამდე შორი გზაა, და სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს?

ახალქალაქი საქართველო-სომხეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს, სამცხე-ჯავახეთის მხარეში. აქ, ამ პატარა ქალაქის ცენტრში შვიდი დემონსტრანტი შეიკრიბა და აქცია ჩაატარეს. „ჩვენ როგორღაც მხარი უნდა დავუჭიროთ ჩვენს კოლეგებს, რომლებიც თბილიში მიმდინარე აქციებში ზეწოლა განიცადეს და პოლიციის ძალადობა საკუთავ თავზე გამოსცადეს“, - ამბობს რიმა ღარიბიანი, ახალქალაქში არსებული სამცხე-ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის მთავარი რედაქტორი. რიმას მხარი დაუჭირა კიდევ ექვსმა კოლეგამ, რომლებსაც ლოზუნგები უჭირავთ ხელში წარწერებით: „ჟურნალისტები პოლიციელთა სამიზნე არ უნდა იყვნენ“ და „პრესის თავისუფლება ძალადობის გარეშე“.

ახალქალაქელ ჟურნალისტებს ადგილობრივი ბიზნეს-ცენტრის დირექტორი მახარე მაცუკატოვიც შეუერთდა: „მე ძალიან უკმაყოფილო ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება“, - ამბობს იგი, - „სოლიდარობას ვუცხადებ პოლიციის მიერ ნაცემ ჟურნალისტებს და ქართველ ხალხს“. მახარე მაცუკატოვი შეშფოთებულია ევროპული ბაზრის შესაძლო დაკარგვით: „ჩვენ ხომ წლების განმავლობაში ვისწრაფვოდით ევროპული ინტეგრაციისაკენ, ახლა კი 1990-იან წლებში ვბრუნდებით. როგორც ჩანს, უკუსვლა დღეს თუ არა, ხვალ მაინც შესამჩნევი გახდება“.

გამვლელები გაკვირვებით უყურებდნენ მცირერიცხოვან საპროტესტო აქციას და თავიანთი ყოველდღიურ საქმიანობიას აგრძელებდნენ. ამასობაში კი „მეამბოხე ჟურნალისტები“ სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა დააფიქსირეს - ფოტოსურათები გადაუღეს. ახალქალაქში, სადაც მხოლოდ 7 ათასი ადამიანი ცხოვრობს და ყველა ერთმანეთს იცნობს, მომიტინგე პირების ამოცნობა ძალზე იოლია.

შემთხვევითი არაა, რომ ჟუნალისტების აქციას არცერთი ახალქალაქელი არ შეურთდა. ოფიციალური შედეგების თანახმად, 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ახალაქალ;ქში ხმების თითქმის 90% მიიღო. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მცხოვრებთა უმრავლესობისათვის ევროპა და ევროკავშირში გაწევრიანება უტოპიას წარმოადგენს, მათ უფრო რუსეთთან დაახლოება სურთ. აქაური მოსახლეობის „პრორუსულობას“ თავისი ისტორია აქვს: საბჭოთა პერიოდში ბევრი ახალქალაქელი რუსეთში დადიოდა სეზონური სამუშაოების შესასრულებლად, ხოლო „მშიერ“ 1990-იან წლებში - ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით.

დღეს ახალქალაქში და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები ოჯახების ნახევარზე მეტიდან ერთი ადამიანი მაინც მუშაობს საზღვარგარეთ, უმეტესად კი რუსეთში - 96%. შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივი სომხურენოვანი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრება და ეკონომიკა რუსეთიდან გადმორიცხულ-ჩამოტანილ ფულთანაა დაკავშირებული.

ენობრივი პრობლემა

რეგიონის მოსახლეობის პასიურობა მხოლოდ „პრორუსული“ ეკონომიკური ფაქტორით არ აიხსნება. როგორც სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ქართული ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი გიორგი ბადრიძე ამბობს, ეთნიკური უმცირესობების განსახლების რაიონებში არსებობს აგრეთვე პოლიტიკური პასიურობის ტრადიციებიც - ბევრ შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობა არასრულად არის ინტეგრირებული ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში. „დასანანია, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები და სომხები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში არ მოანწილეობენ“, - აღნიშნავს გიორგი ბადრიძე. ისინი პატივისცემით და თავაზიანად ეკიდებიან პოლიტიკურ მოვლენებს, მაგრამ მასში მონაწილეობას თავს არიდებენ.

 და თუ ამას დავუმატებთ იმასაც, რომ სამცხე-ჯავახეთში ინფორმაციის ძირითად წყაროდ სომხური და რუსული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ითვლებიან, მაშინ სიტუაცია გასაგები გახდება: „მასმედია საკმაოდ ძლიერ გავლენას ახდენს რეგიონის მცხოვრებლებზე, რომლებთაგან უმრავლესობას ქართულად ლაპარაკი არ შეუძლია“, - ამბობს გიორგი ბადრიძე.

დამკვირვებელთა აზრით, ქართული ენის არცოდნა, ძლიერი დამოკიდებულება სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერაზე და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ტრადიციები ქმნიან ისეთ ატმოსფეროს, რომლის პირობებში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები სარისკო და უშედეგო ხდება.

თუმცა ახალქალაქელი ახალგაზრდები, რომლებიც თბილისში სწავლობენ, მხარს უჭერენ აქციის მონაწილეებს  და თვითონაც მონაწილეობენ დემონსტრაციებში. ამასთან, ისინი თავიანთ მოქმედებას სახლში მაინცდამაინც არ აპიარებენ და რეკლამას არ უკეთებენ, რათა მათი ნაბიჯი ნეგატიურად არ იქნეს შეფასებული. მათ ეშინიათ - ვაითუ მმართველმა პარტიამ და სპეცსამსახურებმა მათი ოჯახის წევრებს საფრთხე და პრობლემები შეუქმნან.

წყარო: https://taz.de/Proeuropaeische-Proteste-in-Georgien/!6052833/

 

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის