USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
იაპონია, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების საფრთხის გამო, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხურავს
თარიღი:  601

იაპონია, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების პრევენციის მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

იაპონიის პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კიშიდას განცხადებით, საზღვრები 30 ნოემბრიდან ჩაიკეტება.

ცნობისათვის, იაპონიაში კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტით დაინფიცირების შემთხვევა ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.

თბილისი
თელასი - სამგორის და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00  საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ხიმშიაშვილის, ალილუევას, ურიდიას, კიკნაძის, მიქატაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, აეროდრომის დასახლების, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კალოუბნის, კაკლიანის,  გახოკიძის, ხომლელის, ჩოხელის, აბაშვილის, მაისურაძის, ბერიაშვილის, მირზაშვილის, თვალჭრელიძის, აბულაძის და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის