USD 2.7300
EUR 3.1695
RUB 3.4422
თბილისი
იაპონელმა მეცნიერებმა მიაგნეს პრეპარატს, რომელიც კორონა ვირუსის გავრცელებას ბლოკავს
თარიღი:  7156

მას შემდეგ, რაც 11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა და ფაქტობრივად ყველა ქვეყანამ მკაცრი ზომები მიიღო მის შესაჩერებლად, ვაქცინის დამუშავებაზე 55 სერტიფიცირებული ორგანიზაცია  მუშაობს, ხოლო 15 ისეთი პრეპარატების პოვნას ცდილობს, რომლებიც ხელს შეუშლიან ვირუსის ორგანიზმში გავრცელებას ან მოამზადებენ ორგანიზმის იმუნიტეტს ვირუსთან საბრძოლველად. ამ ეტაპისთვის იაპონელი მეცნიერები ორივე განხრით წარმატებით მუშაობენ.

ტოკაის სამეცნიერო ცენტრის მუშაკებმა უკვე დაასახელეს ანტირეტროვირუსული პრეპარატი ნელფინავირი, რომელიც COVID 19-ის გავრცელებას დაბლოკავს.  კვლევის შედეგები უკვე გასაჯაროვებულია და BioRxiv პორტალზე დევს.

ზოგადად, ნელფინავირს, სხვა პრეპარატებთან ერთად აივ-ინფიცირებული ადამიანების სამკურნალოდ იყენებენ. იაპონელები აცხადებენ, რომ ნელფინავირს აქვს უნარი, ვირუსის მოლუკულების რეპლიკაცია ( გამრავლება) დაბლოკოს, ხოლო ამის შემდეგ ვირუსთან ბრძოლა ბევრად მარტივი ხდება. თან, რაც მთავარია, ეს პრეპარატის მინიმალურ დოზას შეუძლია, ეს კი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მეცნიერებმა უკვე მიმართეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, სასწრაფოდ ჩართონ აღნიშნული პრეპარატი კორონავირუსის მკურნალობის გეგმაში.

ასევე იაპონიაში წარმატებით მიმდინარეობს კორონავირუსის ვაქცინის დამუშავების ცდები.  იაპონურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ „ტაკედა ფარმაცევტიკალმა“ უკვე განაცხადა, რომ ისინი ვაქცინის დამუშავებისას იმ ადამიანების სისხლის პლაზმას იყენებენ, რომლებმაც კორონავირუსი მოიხადეს და სრულად გამოჯანმრთელდნენ.  ამჟამად „ტაკედა“ აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, რათა მათ მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ცდების წარმატებით გაგრძელებას და დონორების საკმარისი რაოდენობის მოძიებას. კომპანიაში აცხადებენ, რომ ადამიანებს, რომლებიც კორონა ვირუსით ავადობის შემდეგ გამოჯანმრთელდნენ, სისხლში უკვე აქვთ გამომუშავებული ანტისხეულები, რომლებმაც ვირუსი დაამარცხეს.

„თუ ზედმიწევნით ზუსტად შევისწავლით ანტისხეულების აგებულებას, შეგვეძლება ხელოვნური ანალოგის, ანუ ვაქცინის დამზადება.“ ვაქცინა, ცხადია, ჯერ ცხოველებზე გამოიცდება, ხოლო შემდეგ კვლავაც დაგვჭირდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიაციის დახმარება, რათა უკვე ადამიანებზეც გამოვცადოთ. ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილები“ - აცხადებს ფარმაცევტული კომპანიის დირექტორი. 

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ „ტაკედა ფარმაცევტიკალი“ 1925 წლიდან მოღვაწეობს და უდიდესი წვლილი მიუძღვის ქოლერას, შავი ჭირის, ებოლას, ქათმისა და ღორის გრიპის წინააღმდეგ დამზადებული ვაქცინების შექმნაში.  პერსონალის რაოდენობა დაახლოებით 30 ათასია, ხოლო ფილიალები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვს გახსნილი. „ტაკედა“-ს დირექტორი ასევე გამოეხმაურა თანამემამულე მეცნიერების კვლევებს  ზემოთ ნახსენები პრეპარატის - ნელფინავირის შესახებ და დაადასტურა, რომ, მართალია, ისინი ამჟამად მთლიანად ვაქცინის შექმნაზე არიან გადართულები, მაგრამ ნამდვილად ჰქონდათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ აივ ინფიცირებულების სამკურნალო პრეპარატებიდან რომელიმე აუცილებლად გამოადგებოდათ კოვიდ 19-ის ბლოკირებაში და სრული მზაობა გამოთქვა, საჭიროების შემთხვევაში საკუთარი რესურსებიც მიახმაროს ზემოთ აღნიშნულ კვლევებს.

 

ria. ru და rbc.ru მასალებზე დაყრდნობით მოამზადა ელენე ხვედელიძემ

თბილისი
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის