USD 2.6121
EUR 3.0465
RUB 3.1360
თბილისი
იანვარში, თბილისში ბინების გაყიდვები შემცირდა, გაყიდული ბინების ფასი გაიზარდა - Colliers Georgia
თარიღი:  754

იანვარში, თბილისში ბინების გაყიდვები შემცირდა, თუმცა გაყიდული ბინების ღირებულება გაიზარდა - ამის შესახებ Colliers Georgia-ს მიერ საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის განახლებული მიმოხილვიდან ვიგებთ.

„2025 წლის იანვარში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 2,892 ერთეული შეადგინა და წინა წლის იანვართან შედარებით 7.5%-იანი კლება დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 2.9%-ით, 208 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი“, - წერია recov.ge-ის განახლებულ მონაცემებში.

ამ პერიოდში, თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 0.5%-იანი ზრდა ფიქსირდება. „გასათვალისწინებელია, რომ ახალ კორპუსებში პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილს დეველოპერები გვიან არეგისტრირებენ. ძველ პროექტებში 2024 წლის იანვართან შედარებით მაჩვენებელი 29.2%-ით არის შემცირებული. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი წელია ძველ პროექტებში კლების ტენდენცია ნარჩუნდება, თუმცა 29.2%-ზე დიდი კლება 2012 წლიდან მხოლოდ პანდემიის პერიოდში დაფიქსირდა“, - განმარტავენ Colliers Georgia-ში.

რაც შეეხება ბინების ღირებულებას, იანვარში, დედაქალაქში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის იანვართან შედარებით ფართო ცენტრში 12.5%-ით გაიზარდა, გარეუბანსა და ქალაქის ცენტრში კი 10.4% და 7.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ამასთან, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის იანვართან შედარებით ფართო ცენტრში 24.8%-ით გაიზარდა, გარეუბანში 8.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ქალაქის ცენტრში საშუალო შეწონილმა ფასმა 5.8%-ით მოიმატა.

„ფასების ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება შეინიშნა ფართო ცენტრში, რაც განპირობებულია იმით, რომ 2024 წლის იანვარში ერთბაშად დარეგისტრირდა ორი მსხვილი პროექტის 3-4 წლის ტრანზაქციები, რამაც გამოიწვია საშუალო შეწონილი ფასის იმ დროისთვის შემცირება. ამ პროექტების გარეშე ფართო ცენტრში ფასები 7.1%-ით გაიზარდა“, - აღნიშნავენ Colliers Georgia-ში.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის