USD 2.6285
EUR 2.9931
RUB 3.3635
თბილისი
იანვარ-ივლისში, საქართველოდან მსოფლიოს 58 ქვეყანაში 55 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული
თარიღი:  925

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში, საქართველოდან მსოფლიოს 58 ქვეყანაში 55 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 125 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 9%-ით მეტია. 12%-ით გაზრდილია ექსპორტირებული ღვინის რაოდენობაც.

ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია: პოლონეთი – 28% (3268131), ჩინეთი – 7% (3143021), ლიეტუვა – 51% (601164), აშშ – 26% (565876), გერმანია – 18% (439042) და დიდი ბრიტანეთ – 85% (395082).

მიმდინარე წელს, ზრდა აღსანიშნავია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: კანადა – 93% (189562), შვედეთი – 60% (66772), ჩეხეთი – 589% (95406), ყაზახეთი – 35% (2150440), ისრაელი – 78% (299067), აზერბაიჯანი – 41% (133391), თურქეთი – 436% (77226), უკრაინა – 15% (6409699), რუსეთი – 9% (33094833), მონღოლეთი – 261% (266250).
ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ყაზახეთი.

საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 337-მა კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, ექსპორტირებულია 18,6 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 17%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 34,5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (ზრდა 6,4%).

ექსპორტირებულია 421 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 63% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,1 მლნ აშშ დოლარს აღწევს; ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 57% შეადგინა.

ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 202,4 მლნ აშშ დოლარი შემოსავალი, რაც 14%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსოფლიო
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.

„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის