USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
ჰეიკო მაასი - ბრალდებები ვერ დაგვეხმარება, ვირუსს საზღვრები არ აქვს
Date:  459

  ბრალდებები ვერ დაგვეხმარება, ვირუსს საზღვრები არ აქვს, – ასე გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეჩერების შესახებ. „ჩვენ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ერთად უნდა ვიმუშაოთ“, – წერს ჰეიკო მაასი „ტვიტერში“. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გაერო და არასაკმარისად დაფინანსებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ტესტების გავრცელებასა და ვაქცინაზე მუშაობაში წამყვანი ინსტიტუტები არიან. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეჩერების განკარგულება გასცა.

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way