USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
«The Sunday Times» (დიდი ბრიტანეთი): „პუტინის მომგებიანი სტრატეგია: მან ზუსტად იცის, როგორც აცდუნოს დონალდ ტრამპი“
дата:  389

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის ამერიკელ კოლეგას მიწვევა გაუგზავნა წინადადებით - შეუერთდეს „ძლიერთა ამა სოფლისას“ კლუბს. იმისგან დამოუკიდებლად, აქეზებს თუ არა იგი დონალდ ტრამპს  გრენლანდიასთან მიმართებით ან ირიბად სთავაზობს მას თავისუფლად განკარგოს უკრაინის რესურსები, რუსეთის ლიდერის სტრატეგია და მისი საბოლოო მიზანი სულ უფრო აშკარა ხდება“, - წერს პოლიტოლოგიის პროფესორი მარკ გალეოთი 30 მარტის ბრიტანულ გაზეთ „სანდეი თაიმსში“ (The Sunday Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „პუტინის მომგებიანი სტრატეგია: მან ზუსტად იცის, როგორც აცდუნოს დონალდ ტრამპი“.

ავტორი აღნიშნავს რუსეთის ლიდერის უნარს ადამიანებით მანიპულირებაში. არ იფარგლება რა უბრალო პირფერობით, იგი სთავაზობს აშშ-ის პრეზიდენტს იმის შესაძლებლობას, რომ არა მარტო ხედავდეს საკუთარ თავში გარიგებების დადების უდიდეს სპეციალისტს, არამედ გამოიყენოს ამერიკის სტატუსი მსოფლიოს „გადასაკეთებლად“ საკუთარი სურვილისა და ხედვების შესაბამისად.

„გერმანულ ლეგენდაში დოქტორ ფაუსტის შესახებ შუა საუკუნეების მეცნიერი იძულებულია ეშმაკს თავისი სული მიჰყიდოს - იმიტომ, რომ ეშმაკის მოციქულ მეფისტოფელს შეუძლია მას ყველაფერი მისცეს, რასაც მოისურვებს. ვლადიმერ პუტინის სტრატეგიაც ამით გმოიხატება: მას შეუძლია დონალდ ტრამპს შესთავაზოს ის, რაც ამერიკელ ლიდერს ყველაზე მეტად სურს“, - წერს მარკ გალეოთი.

„გასულ კვირაში ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპის სურვილს გრენლანდიის შეძენის შესახებ „სერიოზული“ და ღრმა ისტორიული ფესვების მქონე განზრახვა უწოდა, თუმცა იქვე დასძინა, რომ „თეთრი სახლის ლიდერის სურვილებს ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვსო“, - წერს მარკ გალეოთი, - ამ სიტყვებით რუსეთის ლიდერმა არამარტო წააქეზა დონალდ ტრამპის ექსცენტრიული ამბიციები, არამედ მიანიშნა კიდეც, რომ მოსკოვი რაიმე საწინააღმდეგო ნაბიჯს არ გადადგამს, თუ აშშ-ის პრეზიდენტი თავისი სურვილების განხორციელებას დაიწყებს“.

რუსეთის პრეზიდენტი ასევე აქეზებს და თავის სასარგებლოდ ექსპლოატაციას უწევს დონალდ ტრამპის ფიქრებს დაინახოს საკუთარი თავი „შეერთებული შტატების კორპორაციის“ ხელმძღვანელად, რომელიც გეოპოლიტიკას მხოლოდ ეროვნული გამდიდრების საშუალებად თვლის.

ვლადიმერ პუტინი მხარს უჭერს აშშ-უკრაინის შეთანხმებას მინერალების რესურსებით სარგებლობის თაობაზე, რომელსაც ავტორი „კოლონიურს“ უწოდებს, თუმცა იმავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული ნავთობკომპანიების რუსეთში დაბრუნების პერსპექტივა ნაკლებად სავარაუდოა, ამ საკითხის განხილვა მაინც მიმდინარეობს - ისევე როგორც გაზსადენის „ჩრილოეთი ნაკადის“ გადაცემა აშშ-ის კონტროლქვეშ.

ამ გეგმის რეალიზება, საეჭვოა, უახლოეს დროში მოხდეს, მაგრამ მიზანი, როგორც ჩანს, იმით გამოიხატება, რომ მიეცეს დონალდ ტრამპს მიხვედრის შესაძლებლობა, რომ ამერიკულ ბიზნესს რუსეთში განსაკუთრებული პირობები ექნება.

როგორც მარკ გალეოთი წერს, ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებითი სტრატეგია სამი მიმართულებისაგან შედგება, რომელთაგან თითოეული დონალდ ტრამპის პირადი თავისებურებებით არის განპირობებული.

პირველი - მოსკოვი სიგნალებს იძლევა მზადყოფნაზე სამშვიდობო პროცესის გასაგრზელებლად., რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის მიერ არის ინიცირებული, მაგრამ კრემლი ყოველ ეტაპზე ახალ-ახალ დათმობებს ითხოვს.

მეორე - ვლადიმერ პუტინი სარგებლობს დონალდ ტრამპის მტრული დამოკიდებულებით ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ. ტრამპს და პუტინს უკრაინისადმი ერთნაირი მიდგომა აქვთ: მას უნდა მოექცე არა როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, არამედ როგორც ისეთ ქვეყნად, რომელიც აშშ-სა და რუსეთის კონტროლქვეშაა და რომლის აქტივები მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის უნდა გაიყოს.

მესამე მიმართულება - დონალდ ტრამპის უნდობლობა ევროკავშირის მიმართ და ამ ფაქტორით სარგებლობა ვლადიმერ პუტინის მიერ.

მარკ გალეოთი ვარაუდობს, რომ ამჟამინდელ ეტაპზე ვლადიმერ პუტინს შეიძლება არ ჰქონდეს მტკიცე წარმოადგენა როდის და როგორ დასრულდება ომი, მაგრამ კრემლს მისი როგორც ოპორტუნისტის ტაქტიკა სრულიად აწყობს. თუ მის პირობებს მიიღებენ - კარგი იქნება,  თუ გარიგება ჩაიშლება, მაშინ პასუხისმგებლობა ამაზე შეიძლება  ევროპას დაეკისროს. . ევროპაზე გაბრაზებული ტრამპი კი პუტინისათვის ბევრად უფრო სასარგებლო იქნება“, - ასეთ დასკვნას აკეთებს მარკ გალეოთი.

წყარო: https://www.thetimes.com/article/de4d76f7-afeb-40f0-9b70-cf7df64ceccd?shareToken=8d02229b10f93aa4b73d955f973ff11c

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати