USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
«The Sun» : „ზელენსკისა და პუტინის პირისპირ შეხვედრა პოკერის თამაშივით ცივი და აუღელვებელი იქნება“
თარიღი:  508

თუ ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს ოდესმე პირისპირ შეხვდებიან, მათი შეხვედრა პოკერის მშვიდ, აუღელვებელ თამაშს დაემსგავსება - მეტოქეებმა თავი უნდა შეიკავონ, ემოციები უნდა მოთოკონ... კიეველმა მოთამაშემ შეიძლება პიჯაკიც ჩაიცვას, რომ შედარებით უფრო სერიოზულად გამოიყურებოდეს, - ამბობს ექსპერტი, დოქტორი ალექსანდრე კოლინი ნოტინჰემის ტრენტის უნივერსიტეტიდან, რომელსაც ბრიტანული გაზეთის „სან“-ის (The Sun) კორესპონდენტი ჯეიმს ჰელპინი ესაუბრება. პუბლიკაციის სათაურია „ზელენსკისა და პუტინის პირისპირ შეხვედრა პოკერის თამაშივით ცივი და აუღელვებელი იქნება“.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს მხოლოდ ერთჯერ არიან შეხვედრილნი - 2019 წელს, პარიზში, ელისეის სასახლეში, როცა ისინი დონბასში მიმდინარე კონფლიქტზე ლაპარაკობდნენ. ამჟამად მათ კიდევ ერთი შანსი ჰქონდათ რანდევუ მოეწყოთ თურქეთის ქალაქ სტამბოლში, მაღალფსონებიანი რისკიანი დიპლომატიური თამაშით, თუმცა, ბოლო ცნობებით, რუსეთის მხრიდან, ბოსფორის სრუტის ნაპირებზე - იქ სადაც ევროპა აზიას ხვდება - ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს, ალბათ, ვერ შეხვდებიან. კრემლი სტამბოლში სერგეი ლავროვს და იური უშაკოვს გზავნის.

როგორც დოქტორი ალექსანდრე კოლინი ამბობს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თუ ოდესმე ვლადიმერ პუტინის პირისპირ დაჯდება, ფრთხილად უნდა იმოქმედოს, მშვიდი უნდა იყოს და გონივრულად მოიქცეს იმ ადამიანთან, რომელიც, შეიძლება ითქვას, ცივსისხლიან და გაწონასწორებულ, აუღელვებელ ადამიანს წარმოადგენს.

„პრეზიდენტების შეხვედრა პოკერის თამაშს დაემსგავსება, რომლის დროსაც დაფიქრება და ემოციების შეკავება აუცილებელია. როცა პროფესიონალთან თამაშს დაიწყებს, ვოლოდიმირ ზელენსკის დიდი ძალისხმევა და გონების დაძაბვა მოუწევს“, - აღნიშნავს საუბარში დოქტორი ალექსანდრე.

არ არის გამორიცხული ისიც, რომ დაძაბულ და დამუხტულ ატმოსფეროში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეიძლება ისტორიული მასშტაბის შეჯახება მოხდეს, რომელიც დაემსგავსება და გადააჭარბებს კიდეც ოვალურ კაბინეტში კაბინეტში მომხდარ ინციდენტს. „თუმცა მე მგონია, რომ სიტუაცია არ გამწვავდება. ვლადიმერ პუტინი სრულიად სხვა ტიპის პოლიტიკოსს წარმოადგენს. იგი ძალზე გამჭრიახი და ჭკვიანი პოლიტიკოსია, იგი თავშეკავებულია და უკრაინელ კოლეგასთან გამაღიზიანებლად არ იმოქმედებს. ვფიქრობ, ყველაფერი სერიოზულ დონეზე იქნება“, - ხაზს უსვამს ალექსანდრე კოლინი, - „ომის დროს დიპლომატია გულისხმობს იმას, რომ მშვიდობის მისაღწევად ისეთ ადამიანებსაც უნდა ესაუბრო, რომლებიც გძულს. ეს ხება არამარტო პრეზიდენტებს, არამედ შედარებით უფრო დაბალი რანგის ჩინოვნიკებს, მაგალითად, საგარეო საქმეტა მინისტრებს და სხვებს“.

შეხვედრის მონაწილეთა მიერ გაკეთებული სვლები და მოლაპარაკების შედეგები დამოკიდებულია იმაზე, ხედავენ თუ არა ისინი რეალურ შანსს საომარი მოქმედებებეის დასასრულებლად.

„თუ ვერ ხედავენ, მაშინ ჩვენ ვიქნებით მომსწრენი ეშმაკური ფანდებისა და ხრიკებისა, ყურადღების გადამტანი ტაქტიკისა, რომელიც ხელს შეუწყობს დროის გაჭიანურებას. მხარეებმა შეიძლება წინასწარ ჩაფიქრებული და დაგეგმილი მწვავე კამათიც კი დაიწყონ, ან ყურადღება ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებს დაუთმონ“, - ამბობს ექსპერტი.

ვოლოდიმირ ზელენსკი, მეტი სერიოზულობის წარმოჩენის მიზნით, შეიძლება უარი თქვას ნახევრად სამხედრო ფორმაზე და კოსტუმი ჩაიცვას, რათა დონალდ ტრამპს მიანიშნოს - იგი  ნამდვილად არის განწყობილი მშვიდობის მისაღწევად  და ამგვარი ეშმაკური ნაბიჯით მასმედიაში მოლაპარაკების გაშუქების ტონალობა შეცვალოს. „ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად ერკვევა დიდი პოლიტიკის ქარეოგრაფიაში. 21-ე საუკუნეში ეს უკვე ბრძოლის ნახევრის მოგების შესაძლებლობას წარმოადგენს“, აზუსტებს დოქტორი ალექსანდრე.

სხვათა შორის, ბევრი ორმხრივი შეხვედრა ხელის ჩამორთმევით იწყება და თუ ისინი მისალმებაზე უარს იტყვიან, ეს იმის მომასწავებელი იქნება, რომ სამიტი დაძაბული იქნება. არანაკლები მნიშვნელობა იმასაც, თუ როგორ მოიქცევიან ისინი მასმედიის წინაშე.

მხარეთა შეხვედრის სპეციფიკა მათ უფლემაოსილებასა და სტატუსშიც გამოიხატება: ვლადიმერ პუტინი დამოუკიდებლად იმოქმედებს, რადგან მას შეუძლია საკუთარი პოზიცია სახელმწიფოს პოზიციად გამოხატოს და არავის არ აბარებს ანგარიშს. რაც შეეხება ვოლოდიმირ ზელენსკის, იგი დამოკიდებულია უკრაინის ხელისუფლების სხვა ორგანოებზე, მას არ შეუძლია მტკიცე გადაწტვეტილების მიღება არცერთი დონის სეხვედრაზე, რადგან ჯერ თავის გარემოცვას და საზოგადოებას, საკანონმდებლო ორგანოს უნდა მოეთათბიროს.

„უკრაინელი შეიძლება შეხვედრაზე უკვე ხელებშეკრული მივიდეს  და [მსახიობურად] მოახდინოს შთაბეჭდილება საერთაშორისო საზოგადოებაზე, ანგარიშიანი რუსი კი თავის მოქმედებაში უფრო თავისუფალია - მას შეუძლია თავისი ქცევა გარემოებებისდა მიხედვით შეცვალოს“, - ასკვნის საუბრის დასასრულს დოქტორი ალექსანდრე კოლინი.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის