USD 2.6922
EUR 3.1606
RUB 3.4826
თბილისი
The Guardian: იტალიური მაფია კორონავირუსით დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარება
თარიღი:  2313

   მწვავე პანდემიის ფონზე იტალიური მაფია ქველმოქმედებით დაკავდა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მაფიოზური დაჯგუფებები ღარიბ მოსახლეობას ეხმარებიან და მათ სურსათსა და პირველადი მოხმარების საგნებს აწვდიან. კატანძაროს პროვინციის პროკურორის, ნიკოლა გრატერის მტკიცებით, მაფიის ბოსებს ღარიბი მოსახლეობის თვალში გმირად წარმოჩენა სურთ, თუმცა კარანტინის დასრულების შემდეგ ისინი მოსახლეობას სავარაუდოდ თავიანთ სამსახურში სთხოვენ ჩადგომას ან მათთვის სასურველი პოლიტიკოსებისთვის ხმის მიცემას მოსთხოვენ. დღეისათვის იტალიაში კორონავირუსის 147 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა რიცხვი კი 19 ათასს უახლოვდება.

 

წყარო: theguardian.com

თბილისი
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის